Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ილია მეორე საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების ინიციატივით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'07 / 10:24

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 7 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგებისას გაახმოვანა ინიციატივა საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების თაობაზე.

”ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს,”- განაცხადა პატრიარქმა, ”მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა”.  

მისი განცხადებით, მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ხალხის გადასაწყვეტია, როგორი კონსტიტუციური წყობა უნდა იყოს ქვეყანაში, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა სხვა სახელმწიფოები ”გვკარნახობენ ჩვენ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ”.  

”1801 წელს შეწყდა სამეფო ბაგრატიონთა და იმის შემდეგ ოცნება იყო ქართველი ხალხისა, რომ აღგვედგინა უძველესი დინასტია...  დღეს ისეთი პირობებია, როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს,”- განაცხადა პატრიარქმა.

”ეს არ არის უბრალო საქმე,” - აღნიშნა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, ”უნდა მზად იყოს ქართველი ხალხი იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს და უნდა იყოს გამორჩეული ბაგრატიონთაგან ადამიანი”.

ეს ინიციატივა გაჟღერდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამძაფრებული დაპირისპირების ფონზე. ოპოზიციური კამპანიის ერთ-ერთი მოთხოვნაა ”საქართველო პრეზიდენტის გარეშე”, რაც საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკით ჩანაცვლებას გულისხმობს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11