Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილის ადვოკატების გარშემო გაურკვევლობაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'07 / 17:44

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას ოქრუაშვილთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ოქრუაშვილის ჩვენების ამსახველი ვიდეომასალა. იმავდროულად, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბესელია ოქრუაშვილის უფლებებს აღარ დაიცავს. 

8 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესელიამ განაცხადა, რომ ის დღეს რამდენჯერმე შეეცადა ოქრუაშვილთან შეხვედრას ციხეში, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ ”გენერალური პროკურატურიდან მიღებული მითითებების შემდეგ” იგი ოქრუაშვილთან არ შეუშვა.

”ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ ჩვენება მიღებული იქნა ოქრუაშვილზე ზეწოლის შედეგად. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ხელყოფილი იქნა დაცვის უფლების აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმა და სტანდარტი. მე, რასაკვირველია, ვაგრძელებ ოქრუაშვილის ინტერესების დაცვას იქამდე, სანამ თვითონ, უშუალოდ ჩემი თანდასწრებით არ განაცხადებს ამაზე უარს,” - განაცხადა ბესელიამ.

იმავდროულად, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ოქრუაშვილმა უარი თქვა ბესელიას მიერ მისი უფლებების დაცვაზე და რომ ჩვენება მისი ახალი ადვოკატის თანდასწრებით იქნა მიცემული. გენერალურმა პროკურატურამ ასევე გაავრცელა, მათი თქმით, ოქრუაშვილის ხელით დაწერილი წერილი.

”გამოძიების ამ ეტაპზე, აღარ მსურს, რომ ეკა ბესელიამ ჩემი ინტერესები წარმოადგინოს,” - ნათქვამია წერილში.  

სახალხო დამცველის მოადგილე გიგა გიორგაძე 8 ოქტომბერს ოქრუაშვილს ციხეში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესდა ადვოკატების თემით, თუმცა ოქრუაშვილმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.     


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7