Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატარკაციშვილის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის გარშემო სკანდალი გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ოქტ.'07 / 16:14

ბადრი პატარკაშვილი ვეღარ შეასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მას შემდეგ, რაც იგი აღარ სარგებლობს კომიტეტის წევრთა ნდობით, განაცხადა კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა 10 ოქტომბერს.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბადრი პატარკაციშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება 9 ოქტომბერს შეუჩერა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე მმართველი პარტიის წევრებმა პატარკაციშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ ”ინტრიგების ხლართვაში” დაადანაშაულეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეშვეობით.

თუმცა, BBC-ს რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მისი უფლებამოსილების შეჩერება უკანონო იყო და რომ ის განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას პრეზიდენტის პოსტზე.

”ის ვერ განაგრძობს ამ საქმიანობას, რადგანაც საქართველოს ყველა სპორტული სახეობის ფედერაციების პრეზიდენტებმა მას გამოუცხადეს უნდობლობა,” - განაცხადა გაბაშვილმა, ”მათ არ უნდათ ჰქონდეთ საქმიანი კავშირი ადამიანთან, რომელიც მუდმივადაა გახვეული სკანდალებში და ბოლო სკანდალი არის ცილიწამებლური კამპანიის ორგანიზება საკუთარი ქვეყნისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ”.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც პატარკაციშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგ მისცა ხმა, განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის შედეგია.

მისი თქმით, სხვადასხვა სპორტის ფედერაციების პრეზიდენტების უმეტესობა მმართველი პარტიიდან არიან და ეს გადაწყვეტილებაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე რაგბის ფედერაციის პრეზიდენტია; სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტია; დეპუტატი მმართველი პარტიიდან კახა გეწაძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია; დეპუტატი მმართველი პარტიიდან ბესო ჯუღელი კი ბადმინტონის ფედერაციის პრეზიდენტია.

ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ კენჭისყრა ”პროცედურების სრული დარღვევით” ჩატარდა.      

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11