საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც ათ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების დაყოლიებას საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის აპრილში ჩატარდეს.
მოძრაობაში მონაწილე პარტიები:
1. რესპუბლიკური პარტია - ლიდერი დავით უსუფაშვილი
2. კონსერვატორული პარტია - ლიდერები კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური
3. საქართველოს გზა - ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
4. თავისუფლება - ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია
5. ჩვენ თვითონ - ლიდერი პაატა დავითაია
6. ხალხის პარტია - ლიდერი კობა დავითაშვილი
7. მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის - ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია
8. ქართული დასი - ლიდერი ჯონდი ბაღათურია
9. ლეიბორისტული პარტია - ლიდერი შალვა ნათელაშვილი
10. ეროვნული ფორუმი - ლიდერი კახა შარტავა
11. ლევან გაჩეჩილაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი
12. გიორგი ხაინდრავა, ”თანასწორობის ინსტიტუტი”.
მოძრაობა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებიდან ცოტა ხანში ჩამოყალიბდა.