Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარი საფრთხეა - ბოკერია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ოქტ.'07 / 13:54

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ერთადერთი საფრთხე რუსეთია, თუმცა თბილისის კურსი ალიანსში ინტეგრაციისკენ არ უნდა გახდეს რუსეთის დაშინების პოლიტიკის მძევალი, განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 19 ოქტომბერს.

მისი თქმით, 2008 წლის აპრილში ბუქარესტში დაგეგმილი ნატოს სამიტი იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის დროსაც საქართველო შესაძლოა შეუერთდეს ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმას.    

”არანაირი წინასწარი 100%-იანი გარანტიები ამ საქმეში არ არსებობს,” - განაცხადა ბოკერიამ, ”ყველამ იცის რა არის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის - პირდაპირ რომ ვთქვათ - რუსეთის მუქარანარევი პოლიტიკა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი: ჩვენ ვთვლით, რომ დასავლეთმა, ევროპამ არ უნდა ააწყოს თავისი პოლიტიკა ამგვარ დაშინების პოლიტიკაზე”.

ბოკერიამ ეს განცხადება ლისაბონში გააკეთა, სადაც მმართველი პარტიის ლიდერები და მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრნენ. 


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13