Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის მიერ გემების დაკავება აფხაზური ქვანახშირის წარმოებას საფრთხეს უქმნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ოქტ.'07 / 18:10

თურქულ-აფხაზური კომპანია ”თამსაში”, რომელიც ტყვარჩელის რაიონში ქვანახშირის მოპოვებითაა დაკავებული, გაკოტრების პირასაა, რადგანაც მის ექსპორტს ვერ ახორციელებს, იტყობინება ”აფსნიპრესი” 25 ოქტომბერს აფხაზი დეპუტატის დაურ არშბას სიტყვებზე დაყრდნობით.

კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც ტყვარჩელიდან ქვანახშირი მოჰქონდა, საქართველოს სანაპირო დაცვამ 21 ოქტომბერს დააკავა. კიდევ ერთი გემი ანალოგიური ტვირთით ქართულმა მხარემ ივლისში დააკავა.

”თამსაშმა შესაძლოა მუშაობა შეწყვიტოს,” - განაცხდა არშბამ, ”70 ტონამდე ქვანახშირი მზად არის საექსპორტოდ, თუმცა ეს შეუძლებელია ქართული მხარის მიერ გემების დაკავების გამო”.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე 25-ზე მეტი გემი იქნა დაკავებული. თბილისის განცხადებით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიული წყლები და პორტები საქართველოს იურისდიქციით დახურულია.

აფხაზი დეპუტატის დაურ არშბას თქმით, აფხაზეთის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ დაუყონებლივ უნდა განიხილოს ეს საკითხი. მისი თქმით, ტყვარჩელის ადგილობრივი ბიუჯეტის 70% ქვანახშირის მოპოვებიდან შემოსული თანხებით ივსება.  

 


 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15