Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ არ აპირებს შუამავლობას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში
/ 1 ნოე.'07 / 22:52
სივილ ჯორჯია

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს თავის როლს, როგორც შუამავალს, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 1 ნოემბერს.

დანიელ ფრიდი, რომელიც საქართველოში მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, 1 ნოემბერს - პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე - როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა აპრილში საპარლამენტო არჩევნების გამართვა, ნაცვლად 2008 წლის შემოდგომისა.

ოპოზიციის ლიდერებმა ნათლად მიანიშნეს, რომ მათ საერთაშორისო შუამავლობის იმედი ჰქონდათ პოლიტიკურ კრიზისში.

”ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს თავის, როგორც შუამავლის როლს,” - განაცხადა დანიელ ფრიდმა 1 ნოემბერს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის საქართველოს ოპოზიციამ, უნდა შეიმუშავონ თამაშის წესები დემოკრატიული გზით, პატივისცემის ატმოსფეროში და ასევე კონკურენციის ატმოსფეროში, რადგანაც სწორედ ამას გულისხმობს დემოკრატია”.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა  თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით: ”თბილისის სამიტი 2007: აღმოსავლეთ ევროპის მშენებლობა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ”საქართველოს ოპოზიცია სუსტი რჩება”.

”ერთი დემონსტრაცია, რომელიც იმედია მშვიდობიანად ჩაივლის ხვალ, არ არის სიძლიერის მაჩვენებელი, თუმცა ის შესაძლოა მომავლის განმსაზღვრელი იყოს. ძლიერი, თავისუფალი ერი იმსახურებს ძლიერ, თავისუფალ ოპოზიციას. და პარლამენტმა უფრო ძლიერი როლი უნდა ითამაშოს ქართულ პოლიტიკაში”.

მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატია ჯანსაღია, როდესაც ძალაუფლებაში მყოფნი ”ინაწილებენ ხელისუფლებას ოპოზიციასთან, რათა ერთობლივად - თუმცა კონკურენციის საფუძველზე - ისწრაფონ ქვეყნის უკეთესობისკენ, ნაცვლად იმისა, რომ ტაქტიკურად არაფრის მომცემი ქულები აგროვონ”. 

დანიელ ფრიდის თქმით, მიმდინარე პროცესები არის გამოცდა, შეძლებს თუ არა საქართველოს პოლიტიკური სისტემა გამოძებნოს ადგილი განსხვავებული მოსაზრებებისა და რაციონალური დებატებისთვის.

”ეს ასევე არის გამოცდა, შეძლებენ თუ არა ეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები პასუხისმგებლობით მოიქცნენ დემოკრატიული სისტემის ფარგლებში, რათა გავლენა მოახდინონ იმ ცვლილებაზე, რაც მათ სურთ და გამოიყენონ დემოკრატიის ის მექანიზმები, რომელიც ამ სისტემას გააუმჯობესებს,” - დასძინა მან.

მისი თქმით, ”ფსონები მაღალია”, შედეგს კი რეზონანსი საქართველოს ფარგლებს გარეთაც ექნება.

დანიელ ფრიდმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა საბოლოო გაწევრიანების ”გარანტია არ არის”.

”1989 წლიდან მოყოლებული, თითოეულმა ქვეყანამ, რომელსაც ამერიკამ მხარი დაუჭირა ნატოში გაწევრიანების საქმეში, წარმატებას მიაღწია. თუმცა, არსებობს საიდუმლო: მათ მოიპოვეს წარმატება თავიანთი მცდელობების და თავიანთი მიღწეული შედეგების გამო,” - განაცხადა მან.

ფრიდმა ასევე იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოს ნატოს წევრობამდე მიიყვანს.

”დემოკრატიული და სასამართლო რეფორმების ხელშეწყობა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო პროცესები და სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ოპოზიციის არა მხოლოდ შემწყნარებლობა, არამედ მათი ხელშეწყობა,”- აღნიშნა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და ”აქტიური დიპლომატიური მცდელობები მოლაპარაკებების გზით” ამ პრობლემების გადაწყვეტისთვის ნატოში ინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18