Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბადრი პატარკაციშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ნოე.'07 / 18:25

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი მივიდა.

მან მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არ ”სჭირდება არავითარი თანამდებობა”, თუმცა უერთდება იმ მოთხოვნას, რომ შეიცვალოს ხელისუფლება ”ხალხის ხელისუფლებით”.

გთავაზობთ ბადრი პატარკაციშვილის მიტინგზე გამოსვლის სრულ ტექსტს:

”მოგესალმებით ქართველებო, დღეს სპეციალურად ჩამოვედი იმისათვის, რომ მეთქვა მადლობა ღმერთისთვის ამ ადგილიდან, რომ მან მომცა მე უფლება ძნელბედობის ჟამს ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე.

ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ის არის ბრძენი ხალხი. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ყველა, ვინც აქ ვართ შეწუხებული ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება. 

ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი სიბრძნე და კიდევ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე და ჩვენ პოლიტიკური იმ გზით, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დავგეგმეთ, მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლებაა.

დღეს ყველაზე ნაკლებად ქვეყანას სჭირდება ბელადები.

ჩვენ რამოდენიმე წელიწადში ერთხელ გვეძლევა საშუალება გამოვხატოთ ჩვენი აზრი და ჩვენ გვინდა ეს აზრი გამოვხატოთ კონსტიტუციურად, ამიტომ ჩემი მოთხოვნა უერთდება იმ მოთხოვნას, რომელიც კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ნამდვილად არ ვარ ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მიტინგებში მონაწილეობის მიღების, მაგრამ ჩემი დღევანდელი აქ მოსვლა გამოიწვია იმან, რომ თქვენთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა: ხალხო, თუკი ბადრი პატარკაციშვილს აქვს რაიმე ამბიცია, ეს არის ამბიცია იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ქართველი, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურად გაბრწყინებულ აღორძინებულ, გაერთიანებულ საქართველოს ააშენებს. 

არ არის იმაზე დიდი თანამდებობა, ვიდრე თანამდებობა იყო რიგითი ჯარისკაცი შენი ქვეყნის მოსახლეობას შორის. მე არ მჭირდება არავითარი თანამდებობა ამ ქვეყანაში, გარდა ამისა. მიმაჩნია, რომ გვეყოფა სიბრძნე იმისათვის, რომ პოლიტიკურად მოვაგვაროთ ყოველგვარი პრობლემა. საქართველოს გაბრწყინდება”.   

პატარკაციშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დააფინანსებს ათი ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, სადაც მთავარი მოთხოვნაა არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება, ნაცვლად შემოდგომისა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27