Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის უკომპრომისო პოზიცია არჩევნების თარიღზე კონფრონტაციას აღრმავებს
/ 5 ნოე.'07 / 09:59
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათლად მიანიშნა, რომ ის არ აპირებს ოპოზიციის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდეს. ამის საპასუხოდ ოპოზიციამ განაცხადა, რომ სააკაშვილი იყო ”სრულიად არაადექვატური”, ხოლო მისი განცხადება ”სრული სისულელე”.  

სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუ 4 ნოემბერს გვიან ღამით თითქმის ყველა ტელეკომპანიამ გადასცა. ინტერვიუს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი დავით აფრასიძე უძღვებოდა. ეს სააკაშვილის პირველი გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2 ნოემბერს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიწყო. 

თავის 50-წუთიან ინტერვიუში პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, შესაძლებელი გახდა მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული ”უზარმაზარი მცდელობების შედეგად”. იგი ასევე შეეხო ოპოზიციის ზოგიერთ მოთხოვნას, თუმცა ყველას არა.

თავის ინტერვიუში სააკაშვილი შეეცადა ხაზი გაევლო ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს, რომელთაც მან ”ოლიგარქიული რუსული ძალების” მიერ მართული ”შავ-ბნელი ძალები” უწოდა და იმ ხალხს შორის, რომლებიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობენ. მისი თქმით, მას კარგად ესმის ის პრობლემები, რომლებიც ბევრ ადამიანს გააჩნია: ”ყველამ უნდა იცოდეს, რომ მე მუდმივად ვფიქრობ ამ პრობლემებზე”.

არჩევნების აპრილში დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე საუბრისას, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა მმართველი პარტიის ლიდერების მიერ უკვე მრავალჯერ თქმული პოზიცია და არჩევნების 2008 წლის ბოლოს ჩატარების აუცილებლობა რუსეთის ფაქტორს დაუკავშირა.

”არჩევნების 2008 წლის ბოლოს ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ მივიღეთ, როდესაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა. 2006 წლის ბოლოს დაწესებული ემბარგოს შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი კონფრონტაციის საშიშროება არსებობდა,”  - განაცხადა მან.

”საქართველოსთვის არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარება ძალიან სარისკოა, რადგანაც 2008 წლის მარტში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. 2008 წლის იანვარში ან თებერვალში კოსოვოს ბედი უნდა გადაწყდეს და სავარაუდოდ, მისი საერთაშორისო აღიარება მოხდება. რუსეთმა ნათლად მიანიშნა, რომ კოსოვოს აღიარების შემთხვევაში ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას გეგმავს, რაც თავის მხრივ კონფრონტაციის საშიშროებას ქმნის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საპრეზიდენტო ვადის შემცირება სულ ცოტა რვა თვით და საპარლამენტო ვადის გაგრძელება,” - განაცხადა მან.

მან აღიარა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო სწორად აეხსნა საზოგადოებისთვის არჩევნების გადატანის მიზეზი, როდესაც ეს გადაწყვეტილება დეკემბრის ბოლოს იქნა მიღებული. თუმცა, მან ასევე მიანიშნა, რომ მას არ სურს ამაზე საუბარი საგარეო პოლიტიკური მიზეზების გამო.

”ჩვენ არ გვინდოდა დამატებითი საბაბი მიგვეცა რუსეთისთვის, რომ დაეწყო ჩვენი დადანაშაულება, რომ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რაღაცას ვაპირებთ. მაგრამ ახლა მე ვსაუბრობ ამის შესახებ,” - განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე ნათლად განაცხადა: ”საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს და ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს”.

პრეზიდენტმა ასევე გააკეთა განცხადებები, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეხებოდა.

”ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ტექნოლოგიები ძალიან ნათელია: ტყუილების ინდუსტრია,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”იგივე პიროვნებები, რომლებიც ამ ტყუილების ინდუსტრიას იყენებდნენ  90-იანი წლების შუაში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის წინააღმდეგ, ახლა იგივეს საქართველოში აკეთებენ. ისინი აქ ჩამოვიდნენ და ეს ტყუილების ინდუსტრია შექმნეს”.

ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, საქართველოში 2001 წელს ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი ძებნა გამოაცხადა ფინანსური მაქინაციების გამო.

”ოლიგარქიული რუსული ძალები ლობირებენ საქართველოში არეულობის მოწყობას რუსეთში არჩევნების წინ,” - დასძინა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები ”ნორმალური პროცესი” და ”დემოკრატიის ნაწილია”. სააკაშვილის თქმით, საზოგადოების ნაწილს გარკვეული შიშები აქვს შესაძლო დაძაბულობის თაობაზე, ”რადგანაც საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის და არეულობის ისტორია და ხალხს ეს ჯერ კიდევ ახსოვს”.

”მაგრამ, მინდა ნათლად განვაცხადო: ხალხს არ უნდა ჰქონდეს déjŕ vu წარსულთან, როდესაც საპროტესტო აქციები არეულობას იწვევს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე დემონსტრაციები დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. ”საპროტესტო აქციების მიზანი სავსებით ნათელია: შეიქმნას ვირტუალური რეალობა, რომ საქართველო სუსტდება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ეს არის ვარდების რევოლუციის უნიჭო იმიტაცია,” - განაცხადა მან. ანალოგიური განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ გააკეთა 2 ნოემბერს, როდესაც პარლამენტის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის და მაჟორიტარული სისტემის შეცვლის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში უნდა გაგრძელდეს დიალოგი საარჩევნო კოდექსის ”შემდგომი გაუმჯობესების” თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ იგი პირდაპირ არ შეეხო ოპოზიციური პარტიების ბოლო მოთხოვნას პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე, სააკაშვილმა გააკეთა კომენტარი, რომელიც აშკარად ამ მოთხოვნის პასუხი იყო: ”ჩემს მომდევნო საპრეზიდენტო ფიცის დადებას გელათის საკათედრო ტაძარში ვაპირებ”.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს ”პოლიტიკური პატიმრების”, მათ შორის ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლებას. თუმცა, სააკაშვილმა არაფერი თქვა ამ საკითხზე.

ოპოზიციის რეაქცია

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეძენიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, არასერიოზული და სისულელე.

”პრეზიდენტმა დღეს შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს,”- განაცხადა 4 ნოემბერს თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”სააკაშვილმა გამოიწვია ხალხი და ხალხმა მიიღო ეს გამოწვევა საპროტესტო აქციებზე გამოსვლით”.

”მე შემექმნა განცდა, რომ  სააკაშვილი ცხოვრობს აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში,”- განაცხადა გიორგი ხაინდრავამ ”თანასწორობის ინსტიტუტიდან”.

”მან დაკარგა შანსი და ხვალ ის ნახავს მთელ საქართველოს საპროტესტო აქციაზე,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს გზის ლიდერმა.

”ეს იყო გამოსვლა ლეონიდ ბრეჟნევის სტილში,”- განაცხადა პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

”ხალხი არის მზად აიღოს ის პასუხისმგებლობა, რა პასუხისმგებლობასაც არ იღებს პრეზიდენტი, ამიტომ გაგრძელდება აქციები კიდევ რამოდენიმე დღე პრეზიდენტის გადადგომამდე,”- განაცხადა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავამ.

ზოგიერთი პოლიტიკური ექსპერტის ვარაუდით, პრეზიდენტის განცხადებამ ვერ დააკმაყოფილა საზოგადოების მოლოდინი.

”ჩემი აზრით, საზოგადოება უფრო შემრიგებლურ გზავნილებს ელოდა პრეზიდენტისგან და არა ისეთ განცხადებებს, როგორსაც მმართველი პარტიისგან ძალიან ხშირად ვისმენთ,” - განაცხადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელმა არჩილ გეგეშიძემ.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იმ ტაქტიკაში ჯდებოდა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. მთავრობა ელის, რომ საპროტესტო აქცია უკან დაიხევს.

”ეს არის გაძლების მარათონი,”  - განაცხადა მან, ”ხელისუფლების ტაქტიკა არის ის, რომ მათ სჯერათ, რომ საპროტესტო აქციების ტალღა შესუსტდება თანდათან, ამდენად პრეზიდენტის გამოსვლა ამ ტაქტიკის ნაწილი იყო”.  
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10