Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა
/ 7 ნოე.'07 / 15:03
სივილ ჯორჯია

სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დასაშლელად. ხელკეტებითა და ფარებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირზე განლაგდა მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ მომიტინგეების შეჩერება ვერ შეძლო.

ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს ინციდენტი.

რამდენიმე ათეულმა მომიტინგემ, მათ შორის ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა პარლამენტს შეაფარა თავი.

გარდა სპეცრაზმისა, მომიტინგეებზე ასევე მიიტანეს იერიში შავ ტანსაცმელში და შავ ნიღბებში გამოწყობილი ადამიანების ჯგუფმა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა.

ნინო ბურჯანაძემ, რომელიც თავისი კაბინეტიდან გამოვიდა, განაცხადა, რომ შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს და გაიმართება მათთან მოლაპარაკებები.

იმავდროულად მან მოითხოვა პარლამენტი დატოვონ იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც შეაფარეს თავი შენობას დარბევის შემდეგ.

”არცერთი ადამიანი, რომელიც ამ შენობიდან წყნარად გავა, არ იქნება ხელყოფილი. არცერთმა ადამიანმა არ მოახდინოს პროვოცირება,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ”არანაირ პოლიტიკურ დევნას” არ ექნება ადგილი, თუმცა მომხდარის შესახებ შეფასებები არ გაუკეთებია.

დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძემ ”ვერ შეძლო ათასობით მომიტინგეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა”.

”ვერ ვხედავ მასთან საუბრის საჭიროებას. ერთადერთი რაზეც შეიძლება საუბარი არის პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის ვადები,” - განაცხადა ბერძენიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო, რათა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისაგან გათავისუფლებულიყო.

”ძალის გამოყენებით გადაიკეტა რუსთაველის ქუჩა, შესაბამისად იქნა მიღებული შესაბამისი ზომები რუსთაველის ქუჩის გასახსნელად, ”- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა, ”გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, დასავლური ცრემლსადენი გაზი, რომელი გამოიყენება ხოლმე მშვიდობიანი  დემონტრაციების დასაშლელად, ის რაც მოხდა დღეს”.  

”რაც შეხება რამდენად აუცილებელი იყო რუსთაველის ქუჩის გახსნა, მე მგონი ყველა დარწმუნებული ხართ, რომ რუსთაველის ქუჩის გახსნა იყო აუცილებელი,”- აღნიშნა მან. 

პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხის კოორდინაცია ჯანდაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს დაავალა.

”მიღებულ იქნა ზომები რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღსადგენად. უკანონო ქმედებები აღიკვეთება,” - განაცხადა განათლების მინისტრმა ალქსანდრე ლომაიამ.

”ამ [ოპოზიციურმა] პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა. ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა პოლიციის პროვოცირება მოახდინეს. პოლიტიკურმა ლიდერებმა რიტორიკა უნდა შეამცირონ და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდონ,” - განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ. 

მან აქციის დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა: ”თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, უნდა შევეჩვიოთ, რომ ასეთი რაღაცეები შეიძლება მოხდეს”.

საპროტესტო აქციის დაშლის პირველი მცდელობა საპატრულო პოლიციამ 7 ნოემბერს დილით განახორციელა. ტელევიზიების მიერ გავრცელებული ვიდეომასალით, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი, მათ შორის მოშიმშილეები, პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიიდან გაყარა. მაშინ პარლამენტის წინ მომიტინგეთა მცირე ჯგუფი იმყოფებოდა, რომელიც არ კეტავდა რუსთაველის გამზირს.

ამ პირველმა მცდელობამ ოპოზიციის ლიდერთა აღშფოთება გამოიწვია, რომელთაც მხარდამჭერებს აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით, პარლამენტის წინ დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მათ გარშემო პოლიციის კორდონი შემოერტყა.

შუადღისთვის მომიტინგეებმა შეძლეს პოლიციასთან შეტაკების შედეგად გზის გადაკეტვა, რის შედეგადაც რუსთაველზე სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, რომელთაც მოგვიანებით აქცია დაშალეს.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9