Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისში გაზეთების უმეტესობა გაიყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ნოე.'07 / 14:36

თბილისში 8 ნოემბერს, დღის პირველი საათისთვის გაზეთების უმეტესობა გაიყიდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მხარდამჭერი ორი ტელეკომპანია დაიხურა, ხოლო დანარჩენ კერძო ტელეკომპანიებში საინფორმაციო გადაცემები შეწყდა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები რჩება ქვეყანაში ინფორმაციის მთავარი წყარო. გაზეთების ტირაჟი  დაბალია, ხოლო ინტერნეტ საშუალებები ქვეყნის მოსახლეობის მაქსმიმუმ 7%-ისთვისაა ხელმისაწვდომი.  

”ძალიან გახმაურებული მშვიდობიანი აქციებით მოსულმა ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია რამდენჯერმე დაარბია,” - წერს გაზეთი ”რეზონანსი”, ”მთელი დღის განმავლობაში უმრავლესობა სიტყვა ”დარბევაზე” ძალიან ღიზიანდებოდა. უმრავლესობის ლიდერები ჟურნალისტებს შენიშვნებს გვაძლევდნენ, რომ ეს არასწორი ტერმინია და ხელისუფლებას აქცია არ დაურბევია. აქციაზე სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ხელკეტები, წყლის ჭავლები და ცრემლსადენი გაზი. სცემდნენ ყველას უმოწყალოდ და, თკი ეს დარბევა არ იყო, მაშინ რა სახელი შეიძლება ეწოდოს ამას? ”

გაზეთი ”24 საათი” მთელ გამოცემას 7 ნოემბრის მოვლენებს უთმობს უამრავი ფოტოების თანხლებით. 8 ნოემბერს ”24 საათში” კომენტარები არ გაკეთებულა, მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20