Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკო მედიის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
/ 19 დეკ.'07 / 11:20
სივილ ჯორჯია

გასულ კვირას ტელევიზიები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველაზე ხშირად ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილს მოიხსენიებდნენ, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთით განხორციელებულ მედია მონიტორინგის შედეგებში.

PRIMETIME-მა ცესკოს დაკვეთით  ოთხი ეროვნული ტელეკომპანიის - რუსთავი 2, იმედი, მზე და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - და ერთი თბილისის მასშტაბით მაუწყებელი ტელეკომპანიის - კავკასია - მედია მონიტორინგი 10-დან 15 დეკემბრის ჩათვლით განახორციელა. მედია მონიტორინგის დროს ყურადღება ექცეოდა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის საეთერო დროის როგორც რაოდენობრივ და ხარისხობრივ გადანაწილებას, ისე უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამების საეთერო დროის გადანაწილების ანალიზს. ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა 12 დეკემბერს საღამოს განაახლა.

ცესკო-ს შეუძლია მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მხოლოდ გაფრთხილება გააკეთოს; მას რაიმე სანქციის დაწესება რომელიმე მაუწყებლისთვის არ შეუძლია იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოვლინდება მიკერძოება ინფორმაციის გაშუქების დროს.

სატელევიზიო რეკლამების თვალსაზრისით პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. მის რეკლამებს უკვე ხუთი საათი და 40 წუთი დაეთმო. იგი ერთადერთი კანდიდატია, რომლის ფასიანი რეკლამებიც გადის. დანარჩენები მხოლოდ კანონით მინიჭებულ უფასო საეთერო დროს იყენებენ.

კანონის თანახმად, თითოეულ ”კვალიფიციურ საპრეზიდენტო კანდიდატს” (ანუ იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, რომელთაც წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე 4%-იანი ბარიერი გადალახეს) კერძო ტელეკომპანიამ უნდა მისცეს 90-წამიანი უფასო საეთერო დრო ყოველ სამ საათში, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - 60-წამიანი უფასო საეთერო დრო ყოველ საათში. 

ამ კრიტერიუმებში ექცევიან ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

მონიტორინგის ჩატარების პერიოდში, მხოლოდ ”რუსთავი 2”-მა, ”მზემ” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვეს პოლიტიკური რეკლამები.

დეკემბრის დასაწყისში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებული პრეისკურანტის თანახმად,  ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკური, 30-წამიანი რეკლამის განთავსება ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში 15 400 აშშ დოლარი ღირდა. თუმცა, მოგვიანებით ფასები შეიცვალა და ახლა ყველაზე ძვირი საეთერო დრო 9 350 აშშ დოლარი ღირს 30 წამში. ხოლო ყველაზე იაფი - 220 აშშ დოლარი 30 წამში.

ტელეკომპანია ”მზე”, რომელსაც იგივე მედია ჰოლდინგი ფლობს, უფრო დაბალ განაკვეთებს სთავაზობს საპრეზიდენტო კანდიდატებს. 30-წამიანი პოლიტიკური რეკლამა ”მზის” ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გადაცემის დროს 715 დოლარი ღირს.

ტელეკომპანია ”იმედის” ვებ-გვერდზე განთავსებული პრეისკურანტის თანახმად, რეკლამის ღირებულება ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში 6,250 აშშ დოლარს შეადგენს.

შალვა ნათელაშვილმა ყველაზე მეტი უფასო საეთერო დრო მიიღო - ერთი საათი და 14 წუთი. მას მოყვება ლევან გაჩეჩილაძე 33 წუთით და დავით გამყრელიძე 24 წუთით.

რაოდენობრივი თვალსაზრისით, მონიტორინგის შედეგების თანახმად, ტელეკომპანიებმა თავიანთი საინფორმაციო გადაცემების საეთერო დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეს შალვა ნათელაშვილს - დაახლოებით ორი საათი. მას მოყვება მიხეილ სააკაშვილი - ერთი საათი და 55 წუთი, ლევან გაჩეჩილაძე - 50 წუთი, გია მაისაშვილი - 48 წუთი და დავით გამყრელიძე - 45 წუთი.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა და საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უფრო ხშირად უჩვენეს შალვა ნათელაშვილი, ვიდრე სხვა ტელევიზიებმა, ხოლო სააკაშვილი ყველაზე ხშირად ”მზეზე” ჩანდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანაბარი დრო დაუთმო სააკაშვილს და მაისაშვილს - თითოეულს დაახლოებით 27 წუთი - და მხოლოდ ათი და ექვსი წუთი ლევან გაჩეჩილაძეს და დავით გამყრელიძეს, შესაბამისად.

ხარისხობრივი თვალსაზრისით, ტელევიზიების მიერ კანდიდატების გაშუქება ნეიტრალურად ხდებოდა. ყველაზე ხშირად ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი იქნა მოხსენიებული. მას მოყვებიან ბადრი პატარკაციშვილი, შალვა ნათელაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე.

მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა იმ პრეტენზიების ფონზე, რომელსაც ოპოზიცია გამოთქვამდა მედიის მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მიკერძოებასთან დაკავშირებით . მაგალითად, ცოტა ხნის წინ ლევან გაჩეჩილაძემ ”რუსთავი 2” მის წინააღმდეგ ”შავ PR კამპანიაში” დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც საკვირაო გადაცემა P.S.-მა მას სიუჟეტი მიუძღვნა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14