Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ სააკაშვილი და პატარკაციშვილი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან არ მოხსნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'07 / 10:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისთტა ასოციაციის (საია) სარჩელი და უარი თქვა მიხეილ სააკაშვილისა და ბადრი პატარკაციშვილისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის  მოხსნაზე. 

საია-ს განცხადებით, რომელიც ორივე კანდიდატს ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებდა, სააკაშვილის შემთხვევაში კანონი ორჯერ დაირღვა - ერთხელ 8 დეკემბერს, როდესაც მან ერთ-ერთ ახალგაზრდას კომპიუტერი აჩუქა, ხოლო  მეორედ, როდესაც მისმა საარჩევნო შტაბმა 250 000 საარჩევნო ბუკლეტი დაბეჭდა და თითოეულ მათგანს მოყვებოდა სამი უფასო ბილეთი აჭარის გასართობ პარკში.

სასამართლოს განცხადებით, საჩუქრები ბავშვებისთვის იყო გათვლილი და არა ამომრჩევლებისთვის; ამრიგად, ეს არ ნიშნავდა ამომრჩეველთა მოსყიდვას.

ხოლო პატარკაციშვილის შემთხვევაში, საია-ს განცხადებით, კანონი მაშინ დაირღვა, როდესაც ის დაპირდა ამომრჩევლებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში 1,5 მილიარდ ლარს დახარჯავდა საკუთარი სახსრებიდან მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად, ასევე უმუშევრებისთვის კომპენსაციების გადასახდელად.   

სასამართლომ გაითვალისწინა პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის არგუმენტაცია, რომლის განცხადებითაც ეს თანხები ჯერ ბიუჯეტში გადაირიცხება გრანტის სახით, ხოლო შემდეგ  მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებზე დაიხარჯება. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52