Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატარკაციშვილზე ძებნა გამოცხადდა - გენერალური პროკურატურა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 იან.'08 / 17:35

საქართველოს პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილზე ძებნა გამოაცხადა, იტყობინება გენერალური პროკურატურა 16 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილს  დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 10 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადებაში.

პატარკაციშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ 16 იანვარს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ ის სააპელაციო სასამართლოში აპირებს განაჩენის გასაჩივრებას. მისი თქმით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. შავგულიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება გამოაცხადოს საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძებნა.

პატარკაციშვილი ძირითადად ბრიტანეთსა და ისრაელში იმყოფება. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ქეთი ახალკაცმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ექსტრადიციის დაუყონებლივ მოთხოვნა მოსალოდნელი არ არის. ”ფორმალური პროცედურებისთვის საჭიროა, პირველ რიგში განისაზღვროს მისი ადგილსამყოფელი; მხოლოდ შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ექსტრადიციის მოთხოვნა შესაბამისი ქვეყნის სახელზე,” - განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66