ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 18 იანვარს დამტკიცებული საბოლოო შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა 77%-მა ხმა მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო 79.7%-მა - საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, ნაცვლად 2008 წლის შემოდგომისა.
საბოლოო შედეგები განსხვავდება ცესკო-ს მიერ 11 იანვარს გამოცხადებული წინასწარი ოფიციალური შედეგებისგან. მაშინ ცესკო-მ განაცხადა, რომ 72.5%-მა მისცა ხმა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ხოლო 69.8%-მა - საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას.