Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბეჟუაშვილი დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 თებ.'08 / 11:41

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. ეს სტრუქტურა პრეზიდენტს ექვემდებრება.   

"ეს არ არის კლასიკური დაზვერვა, რომელიც ფილმებში გვინახავს,” - განაცხადა სააკაშვილმა 1 თებერვალს. ”ეს არის უწყება, რომლის მთავარი ამოცანაა - ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, მოგვაწოდოს ზუსტი, მიუკერძოებელი და სწორად პროგნოზირებადი ინფორმაცია, იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. ამ სამსახურს სერიოზული გაძლიერება სჭირდება. მან სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ შექმნა ისეთი პროდუქტი, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით... საქართველოს მთავრობას ჭირდება სერიოზული ინფორმაცია სწორი გადაწყვეტილების მსაღებად. ეს არის დიდი ქსელის მქონე სამსახური, იმედი მაქვს, რომ ეს სამსახური ამუშავდება ისე, როგორც ეს საჭიროა დღევანდელი რთული ვითარებისათვის”.

საქართველოში ასევე არსებობს კონტრდაზვერვის სამსახური, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

სააკაშვილმა ასევე შეაქო გელა ბეჟუაშვილი, რომელმაც დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ანა ჟვანია შეცვალა და განაცხადა, რომ ის არის მისი ”პირადი მეგობარი ბოლო ოცი წლის განმვლობაში”.

”მე ამ თანამდებობაზე ვნიშნავ იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია ნულიდან და რთული სიტუაციებიდან სამსახურების აწყობა,” - განაცხადა სააკაშვილმა ბეჟუაშვილის შესახებ. ”გელას მე ვენდობი და რაც მთავარია ვენდობი როგორც პროფესიონალს... ვენდობი ადამიანს, რომელსაც შეუძლია ობიეტქური ანალიზი და მიუკერძოებელი პროგნოზების გაკეთება”.

”ჩვეულებრივ მე გელას ისეთ სამსახურში ვაგზავნი, სადაც ბევრი პრობლემაა,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”ეს არის პიროვნება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თავდაცვის სამინისტროს განვითარებას; შემდეგ მან ააშენა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც ფაქტიურად არასოდეს არსებობდა საქართველოში ისეთი ფორმით, როგორც მას უნდა ეარსება; და რა თქმა უნდა, მას უზარმაზარი მიღწევები ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში”.

ბეჟუაშვილს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა 2004 წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის მანძილზე ეკავა, სანამ ის 2004 წლის ივნისში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნებოდა. 2005 წლის ოქტომბერში ის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. მან ამ პოსტზე სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.  

ბეჟუაშვილი, რომელმაც უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობათა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი დაამთავრა, ხოლო მაგისტრატურა დალასის უნივერსიტეტში გაიარა, საქართველოს საგარეო უწყებაში 1991-2000 წლებში მუშაობდა. იგი ასევე იყო საქართველოს ელჩი ყაზახეთში. 2000-2003 წლებში მას თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

გელა ბეჟუაშვილის ძმა, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანიებში ”რუსთავი 2” და ”მზე” აქციების 45%-ს ფლობს, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა.

ინფორმაცია დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ბეჟუაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ 30 იანვარს გავრცელდა. ეს ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ადრე განაცხადა, რომ ბეჟუაშვილი პოლიტიკიდან კერძო ბიზნესში აპირებდა წასვლას.    
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48