Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი აფხაზეთის მიმართ სანქციების მოხსნას რუსეთის სამხედრო მიზნებით ხსნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 მარ.'08 / 10:53

თბილისი რუსეთის გადაწყვეტილებას გამოვიდეს დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან და ამით ცალმხრივად მოხსნას აფხაზეთის მიმართ დაწესებული სანქციები ”უკიდურესად საშიშ პროვოკაციას” უწოდებს.

საქართველოს საგარეო უწყება ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური მოტივაციაა სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერა, რაც ასევე იკრძალებოდა დსთ-ს შეთანხმებით. ასეთ ვითარებაში ქართული მხარე აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას განახორციელოს ადექვატური ქმედებები საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ქვემოთ მოყვანილია მოსკოვის განცხადების საპასუხო განცხადება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ  7 მარტს გამოაქვეყნა:

”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის უკიდურეს შეშფოთებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს "აფხაზეთში, საქართველო კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ" 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეჟიმიდან რუსეთის ფედერაციის გამოსვლის  გამო, რის შესახებაც 2008 წლის 6 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ნოტით მიმართა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ კომიტეტს.

აღნიშნული ნაბიჯი ვერ იქნება შეფასებული სხვაგვარად, თუ არა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დაუფარავი მცდელობა და სეპარატიზმის წახალისებისა და კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გაღმავებისაკენ მიმართული უკიდურესად საშიში პროვოკაცია.

ამორალურია ამ გადაწყვეტილების გამართლების მცდელობა იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების პროცესში თითქოს არსებული პროგრესით, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად (რაც უმაღლეს დონეზე დადასტურებულია ეუთო-ს ბუდაპეშტის 1994, ლისაბონის 1996 და სტამბოლის 1999 წლების სამიტებზე), ასობით ათასი ადამიანი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, ხოლო მათი საკუთრება უკანონოდ იყიდება, ძირითადად, სწორედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე.

გვინდა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მივაქციოთ იმ საგანგაშო გარემოებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამოსვლით რუსეთი იხსნის ვალდებულებას, არ დაუშვას აფხაზური მხარისთვის ყველა სახის შეიარაღების, შესაბამისი ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების, საომარი მასალების, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობის მიყიდვა და მიწოდება (პუნქტი 3); ასევე - აღკვეთოს საკუთარი მოქალაქეების დაქირავება და მათი გაგზავნა კონფლიქტის ზონაში იქ მოქმედ ნებისმიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისათვის (პუნქტი 5 ა).

ვშიშობთ, რომ სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ვალდებულებების მოხსნა, და არა რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად უკვე ისედაც იგნორირებული ეკონომიკური ან ჰუმანიტარული შეზღუდვების გაუქმება, წარმოადგენს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ძირითად მოტივაციას. ამ ვალდებულებებიდან ცალმხრივად გამოსვლით რუსეთი ქმნის სეპარატისტული ხელისუფლების შეუზღუდავი სამხედრო დახმარების, აგრეთვე აფხაზეთში საკუთარი უკანონო სამხედრო ყოფნის დაწყების საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეჟიმიდან გამოსვლა ქმნის დესტაბილიზაციის სერიოზულ საფრთხეს, თვისობრივად ცვლის კონფლიქტის ირგვლივ არსებულ ვითარებას და შლის იმ სამართლებრივ კონსტრუქციას, რომელიც განსაზღვრავს დსთ-ის სამშვიდობო ფორმატს კონფლიქტის ზონაში. შევახსენებთ ყველას, რომ სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში იმყოფებიან რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთში. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება დაემთხვა სეპარატისტების პროვოკაციულ ნაბიჯებს და საომარი მომზადების გააქტიურებას.

შექმნილ პირობებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე აკისრებს რუსეთის ფედერაციას. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო იტოვებს უფლებას, განახორციელოს ქვეყნის კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით დაშვებული ადექვატური ქმედებები საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9