Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხაინდრავამ პატარკაციშვილის ოჯახთან ტელეკომპანია ”იმედზე” ისაუბრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მარ.'08 / 19:05

ოპოზიციური კოალიციის წევრმა გიორგი ხაინდრავამ 13 მარტს განაცხადა, რომ ლონდონში ბადრი პატარკაციშვილის მეღლესთან, ინა გუდავაძესთან გამართულ შეხვედრაზე მათ ტელეკომპანია ”იმედის” ბედზე ისაუბრეს.

მან თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდა პატარკაციშვილის ბიზნეს პარტნიორი და მეგობარი ბორის ბერეზოვსკი.

ხაინდრავამ თავი შეიკავა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან, თუმცა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პატარკაციშვილის მეუღლე თავად აპირებს განცხადების გაკეთებას ამ საკითხზე.  მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა ”ხელში ჩაეგდო” ტელეკომპანია, ”ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ”.

პატარკაციშვილის ოჯახმა თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა: ”უპირველეს ყოვლისა, ოჯახი გააგრძელებს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას და დამოუკიდებლად გადაწყვეტს ტელერადიოკომპანია “იმედის” ბედს. სწორედ ეს ორი პროექტი  იყო უმნიშვნელოვანესი ბადრის ცხოვრებაში”.

ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა გასული წლის დეკემბერში შეწყვიტა, რადიო ”იმედი” კი კვლავ განაგრძობს მუშაობას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27