Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რესპუბლიკელები ახალი წინადადების განხილვას ბურჯანაძესთან გეგმავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 მარ.'08 / 16:48

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის სახით სთავაზობს პარტიებს შეცვლილი კონსტიტუციის პირობებში 75 მაჟორიტარის არჩევას მრავალმანდატიანი და არა ერთმანდატიანი ოლქებიდან.

”ჩვენ ვთვლით, რომ ბოლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა სერიოზული დარღვევებით, მაგრამ დღეს კონსტიტუციაში წერია 75 პროპორციული და 75 მაჟორიტარული დეპუტატის არსებობა, ეს უნდა შენარჩუნდეს,”- განაცხადა უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ამასთანავე 75 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩეს არა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, არამედ მრავალმანდატიანი  ოლქებიდან, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ადგილები ამ 75-დან აფხაზეთისთვის და ცხინვალისთვის, რაც სამწუხაროდ ხელისუფლებამ თავის დროზე არ გაითვალისწინა და ამ გზით ჩავატაროთ არჩევნები, რომლითაც დაკმაყოფილდება ყველა მხარის ინტერესი”. 

რესპუბლიკელების წინადადება მრავალმანდატიანი ოლქების თაობაზე, სადაც ამომრჩეველს იმდენი ხმა ექნება რამდენი მაჟორიტარიც იქნება ასარჩევი კონკრეტული ოლქიდან, გულისხმობს ახალი ოლქების შექმნას, რომლის საზღვრებიც არსებული 75 რაიონის საზღვრებს არ დაემთხვევა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამასთანავე აუცილებელია დაკმაყოფილდეს 29 იანვრის მემორანდუმში ასახული სხვა მოთხოვნები, მათ შორის პარიტეტი საარჩევნო ადმინისტრაციებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევა შეთანხმებით და ა.შ.

”რესპუბლიკური პარტია ამ წინადადებებით მიმართავს ყველა მხარეს და მე უახლოეს ხანებში მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რათა შედგეს შეხვედრა ჩვენს შორის და ეს საკითხები განვიხილოთ,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების ხელისუფლების 7 და ოპოზიციის 6 წევრით დაკომპლექტებას და ასევე 75 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის ფორმირებას ითვალისწინებს.

იმავდროულად, დღეს ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოვიდა ინიციატივით დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 175-მდე გაზრდის თაობაზე, საიდანაც 100 პროპორციული სისტემით იქნება არჩეული. მისი თქმით, ეს ინიციატივა  ”ჩიხიდან გამოიყვანს პოლიტიკურ პროცესს”.

ეს წინადადება უკვე შესთავაზა ბურჯანაძემ მის მისაღებში მოშიმშილე ახალ მემარჯვენეებს, თუმცა ოპოზიცია უარს აცხადებს ამ ვარიანტზე, რადგან ეს ნიშნავს უარის თქმას 2003 წლის ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებზე, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა 235 დეპუტატის 150-მდე შემცირებას.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13