Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზი დეპუტატები შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის წინააღმდეგ საუბრობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'08 / 13:45

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა 20 მარტს მიღებულ განცხადებაში გააფრთხილა, რომ თბილისის უკანასკნელი ნაბიჯები მიუთითებს, რომ ”აღებულია კურსი კიდევ ერთი სამხედრო ინტერვენციის მზადებისაკენ აფხაზეთის რესპუბლიკაში,” იუწყება ”აფსნიპრესი”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის ბოლო დროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს შორის უკანასკნელი იყო საქართველოს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის მიერ აფხაზეთის ”საჰაერო სივრცის” დარღვევა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის წარმოების საშუალო ზომის უპილოტო საფრენი აპარატი 18 მარტს ჩამოაგდეს. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ფაქტი.

”დაზვერვის მიზნებით ქართული მფრინავი აპარატების სისტემატიური ფრენა აფხაზეთის საჰაერო სივრცეში და ამასთანავე აფხაზურ-ქართული საზღვრის მთელ პერიმეტრზე სამხედრო ძალის, მათ შორის მძიმე ტექნიკის კონცენტრირება; აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი ჟურნალისტების პროვოკაციული მიზნებით შემოგზავნა და ამის შემდეგ მათი დაკავების გამო თბილისის მხრიდან ატეხილი პროპაგანდისტული ისტერია ; აფხაზეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული აქტები; აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრებზე თავდასხმა და ორი ინსტრუქტორის მოკვლა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ აიღო კურსი კიდევ ერთი სამხედრო ინტერვენციის მზადებისაკენ აფხაზეთის რესპუბლიკაში,”- ნათქვამია განცხადებაში.

”ასეთი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება,”- აცხადებენ აფხაზი დეპუტატები, ”თუმცა საქართველო აგრძელებს აფხაზურ-ქართულ საზღვარზე ვითარების დაძაბვის პოლიტიკას”.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გაეროს გენერალურ მდივანს და მის მეგობართა ჯგუფს მიიღონ შესაბამისი ზომები კავკასიაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად და ზემოქმედება მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე არ გამოიყენოს ძალა აფხაზეთის წინააღმდეგ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24