საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს ჩატარდება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტს გამოსცა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, არჩევნების თარიღი დადგინდა პლებისციტის შედეგის გათვალისიწინებით და ოპოზიციასთან კონსულტაციების საფუძველზე.
5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულ პლებისციტზე მოსახლეობის უმრავლესობამ საპრეზიდენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას დაუჭირა მხარი, ნაცვლად შემოდგომისა.