Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახელმწიფო სათათბირო კრემლს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ურჩევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'08 / 19:59

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 21 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს კრემლს განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზანშეწონილობის საკითხი, იტყობინებიან რუსული სააგენტოები.

რეზოლუცია, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ასევე მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს გააძლიეროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული მცდელობები.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს განხილულ იქნას ”ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში განთავსებული [რუსული] სამშვიდობო ძალების გაძლიერების შესაძლებლობის” საკითხი.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია: ”კოსოვოს აღიარების პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს... [აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს], რომელთაც თავიანთი დე ფაქტო დამოუკიდებლობის წლების მანძილზე ააშენეს დემოკრატიული სახელმწიფოები მართვის ყველა საჭირო ატრიბუტით, კოსოვოზე ბევრად უფრო მეტი საფუძველი აქვთ, რომ ისწრაფვოდნენ საერთაშორისო აღიარებისკენ”.

მიღებული რეზოლუცია შეიცვალა მის საწყის ვარიანტთან შედარებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთმა უნდა განიხილოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების საკითხი იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ან თუ თბილისი განაახლებს საომარ მოქმედებებს ამ ორი რეგიონის წინააღმდეგ.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10