Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის სამშვიდობო შეთავაზება აფხაზეთს - სრული ტექსტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 მარ.'08 / 20:01

პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო წინადადებები აფხაზეთის მიმართ, 28 მარტი, 2008 წელი: 


”ჩვენ უნდა შევთავაზოთ აფხაზებს ალტერნატივა, რაც შეეხება ეკონომიკას - ჩვენ ვთავაზობთ, ჩვენ ვიწყებთ დიდ ეკონომიკურ ზონას, ჩვენ მივიღეთ კანონები ფოთში და საერთოდ სამეგრელო-გურიაში და ჩვენ ვთავაზობთ, რომ ანალოგიური ეკონომიკური  ზონა, ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონა გავხსნათ ოჩამჩირეში და გალში.

ჩვენ - თბილისმა და სოხუმმა  - ერთად, ყველა დანარჩენი მონაწილის გარეშე, დიდი საერთაშორისო თავისუფალი ეკონომიკური ზონები დე ფაქტო აფხაზური და საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა გულისხმობს თავისუფლებას, ნაკლებ კონტროლს და მეტ თავისუფლებას. მე ვთავაზობ, რომ დაცარიელებული ოჩამჩირე და გალი ავითვისოთ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მეშვეობით. ოჩამჩირეს აქვს პორტი, რომელიც ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს დიდი ტერიტორია გალსაც და ოჩამჩირესაც სრულიად აუთვისებელი.

ჩვენ ვთავაზობთ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ტერიტორიების ეკონომიკურ განვითარებაზე.

მეორე საკითხი რასაც ჩვენ ვთავაზობთ მათ, ეს არის წარმომადგენლობა აფხაზეთის დღეს დარჩენილი საზოგადოების საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების უკლებლივ ყველა ორგანოში.

ჩვენ ვთავაზობთ მათ საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს და ჩვენ ვთავაზობთ მათ ვეტოს უფლებას ყველა იმ ცენტრალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მათ კონსტიტუციურ სტატუსს ან შეეხება მომავალში მათ კონსტიტუციურ სტატუსს, მათ კულტურის, ენის და ზოგადად ეთნიკური ჯგუფის გადარჩენის და განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვან წინაპირობას. ჩვენ ვთავაზობთ ამაზე მათ ვეტოს უფლებას იმასთან ერთად, რომ მათ ექნებათ საქართველოს პარლამენტში და ყველა ორგანოში ექნებათ გარანტირებული წარმომადგენლობა.

ეს არის უჩვეულო ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ რომ ეს ნაბიჯი უახლოეს კვირებში გადავდგათ. თუ მოლაპარაკებები დაიწყება ხვალ, მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები დავასრულოთ და ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციური საკითხები ერთად გადავწყვიტოთ. და მე დარწმუნებული ვარ ამაში შემოგვიერთდება არა მხოლოდ დღევანდელი პარლამენტი, არამედ მომავალში არჩეული პარლამენტის უკლებლივ ყველა პოლიტიკური წარმომადგენელი.

ჩვენ მზად ვართ აფხაზებს შევთავაზოთ ბევრი სხვა კონკრეტული გარანტიები უსაფრთხოების, გარდამავალი სიტუაციები, სადაც ბუნებრივად უნდა მოხდეს თანდათან შერწყმა, მაგრამ ეტაპობრივად და ყოველგვარი დაჩქარების გარეშე ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურების.

მოხდეს ერთიანი საბაჟო, რეალურად ერთიანი საბაჟო-სასაზღვრო სივრცის შექმნა და ბუნებრივია, მათი სრული ავტონომია ადგილზე, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ ექნებათ წარმომადგენლობა ცენტრალური მთავრობის დონეზე და შეძლებენ ძირითად გადაწყვეტილებებში მიიღონ ძალიან სერიოზული მონაწილეობა.

და რაც მთავარია- ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებს დაუყოვნებლივ ამ საკითხებზე განვაახლოთ მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების არ ქონა, გარე ფაქტორების ზემოქმედების გამო ძირითადად, არის მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი ჩვენი სიტუაციის ჩიხში შეყვანის.

არ არსებობს საკითხი, რომელიც  ჩვენ და აფხაზებმა შეიძლება ვერ გადავწყვიტოთ მოლაპარაკებების გზით, გარდა საქართველოს დაშლისა, მე მინდა ამას ხაზი გაუსვა. 

ყველა სხვა საკითხი -პრაქტიკულად შეუზღუდავი ავტონომიურობა, ფართო ფედერალიზმი და ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა საქართველოს ცენტრალურ ორგანოებში  - ყველაფერი ეს გარანტირებულად შეიძლება მათ მიიღონ. მათ შორის საერთაშორისო გარანტების მონაწილეობით და მათი ხელშეწყობით.

ჩვენ ვთხოვთ, რომ ამ პროცესში ჩაერთოს რუსეთის ფედერაცია, რომელიც დღეს არ არის შუამავალი. რუსეთი არის ამ კონფლიქტის მონაწილე, ჩვენ ვთხოვთ მათ კონფლიქტის მონაწილიდან გადავიდნენ შუამავლის მდგომარეობაში.

მე ძალიან ნათლად მივანიშნე და ვუთხარი გაეროს გენერალურ მდივანს, რომ დღევანდელი ფორმატი არის მიუღებელი. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამ ფორმატის რადიკალურ ცვლილებაზე. დღევანდელი ფორმატი დაშლილია. რუსეთის ფედერაცია, რომელიც გავიდა [აფხაზეთის მიმართ] სანქციების მექანიზმიდან, პრაქტიკულად მთლიანად გამოაცალა იურიდიული საფუძველი ყველანაირ მთავარ საკითხს დღევანდელ არსებულ ფორმატში, თავისი ცალმხრივი ქმედებით. ამიტომ რუსეთი არ არის აქ შუამავალი უკვე ფორმალურადაც კი. მაგრამ ჩვენ ვთავაზობთ მათ შუამავლობას  დანარჩენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად.

და თუ ჩვენ ამ საკითხებზე წავიმუშავებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყინული გალღვება.

წინააღმდეგ შემთხვევაში  ჩვენც და აფხაზებს, მთლიანად საქართველოს და მათ შორის აფხაზებს წინ ელის ძალიან გაურკვეველი და რისკით აღსავსე მომავალი.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშს არ ემსხვერპლოს ამ პატარა ერის [აფხაზების] ინტერესები, არ დადგეს ეჭვქვეშ მისი ფიზიკური გადარჩენის, სულიერი და კულტურული გადარჩენის საკითხი. ეს ხალხი განვითარდეს და მათ თავი იგრძნონ, რომ საქართველო მათთვის პრობლემა კი არ არის, საქართველო ეხმარება მათ ერის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და განვითარებაში  და ნამდვილ ბატონ-პატრონად გადაქცევაში მათი სახლების, მათი მიწის და დანარჩენი საქართველოსი, საქართველოს სხვა ერებთან და სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

ჩვენ არასდროს არ შეგვითავაზებია მათთვის ამდენი ოფიციალურ დონეზე, რამდენსაც ახლა ვთავაზობთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება სათანადოდ შეფასებული, მხარდაჭერილი, რაც მთავარია, დაიწყება მინიმუმ დისკუსია ყველა ამ საკითხზე.

ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს კონსენსუსი იმაზე, რომ გვინდა მშვიდობა, გვაქვს კონსესუსი იმაზე, რომ გვინდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, გაერთიანება, მშვიდობა და როგორც არასდროს ვართ მომწიფებული, იმისათვის, რომ ყველაზე რთული საკითხებიც კი ერთიანი ეროვნული დიალოგის და კონსენსუსის გზით გადავწყვიტოთ.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას ჩაებას ამ დიალოგის პროცესში, ჩვენ გავუწვდით ხელს და მადლობას ვეტყვით. ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენ ვართ სერიოზულად განწყობილი, მაგრამ პრობლემებს ვხვდებით, დროც დადგა ძალიან სერიოზული. ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან ორგანიზებულები, მშვიდად, ფრთხილად და ვიმოქმედოთ გადამწყვეტად, ძალიან მკვეთრად მშვიდობის დასამყარებლად, დიალოგის აღსადგენად და საბოლოო ჯამში ამ კონფლიქტის საბოლოოდ მოსაგვარებლად”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28