Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატს ასახელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მარ.'08 / 10:33

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც ფაქტიურად უკვე დაიწყო თავისი საარჩევნო კამპანია, დაასახელა მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი ძირითადად თბილისის ერთმანდატიან  ოლქებში.

ამ მიზნით, სულ ცოტა, ოთხი ბიზნესმენი შეირჩა, მათ შორის რუსუდან კერვალიშვილი, კომპანია ”ცენტრპოინტის” თანადამფუძნებელი და თანამფლობელი - იგი სამგორის რაიონში იყრის კენჭს; გიორგი გოგუაძე, სახალხო ბანკის გენერალური დირექტორი - ისნის რაიონი; არჩილ გეგენავა, ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თელიანი ველის” აღმასრულებელი დირექტორი - მთაწმინდის რაიონი; და ლადო კვარაცხელია, ”იოლი ჯგუფის” დამფუძნებელი - დიდუბის რაიონი.

დეპუტატი მერაბ სამადაშვილი, ასევე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატურა, ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს. წარსულში იგი უკვე ორჯერ იყო მაჟორიტარი დეპუტატი ამავე ოლქიდან. დილარ ხაბულიანი, მმართველი პარტიის კრწანისის ოფისის ხელმძღვანელი და გამგებელი, ამავე ოლქში იყრის კენჭს.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა 29 მარტს განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი ახმეტის რაიონში იყრის კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად. თუმცა, ცისკარიშვილის თქმით, ეს ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი.

ტელეკომპანიის ცნობით, დეპუტატმა გიორგი გეგელაშვილმა შესაძლოა ქუთაისში იყაროს კენჭი, ხოლო რუსთავის მერმა დავით ნადაშვილმა თავისივე ქალაქში. იმერეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი ბობოხიძე, სავარაუდოდ, ხონში იყრის კენჭს.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამჟამად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია, ნაციონალური მოძრაობის პარტიულ სიას ჩაუდგება სათავეში.

150-წევრიანი პარლამენტის ნახევარი პატრიული სიით, ხოლო მეორე ნახევარი 75 ერთმანდატიან ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებით დაკომპლექტდება. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14