Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი სააკაშვილს ”უზუსტო” განცხადებების გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 აპრ.'08 / 17:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აპრილს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაპირებია პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ის არასოდეს აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

ეს განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 მარტს რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვში თებერვალში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე რუსული მხარე დაპირდა მას, რომ არ აღიარებდა თვითგამოცხადებულ რეგონებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სააკაშვილის განცხადებაში რამდენიმე ”უზუსტობაა”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთხელ უკვე უარყო სააკაშვილის მიერ თებერვლის ბოლოს გაკეთებული ანალოგიური განცხადება. 

2 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ასევე წამოწია ეს საკითხი და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ფაქტების ”არასწორ ინტერპრეტაციას” ახდენს. კერძოდ, ლავროვმა მოიყვანა სააკაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც რუსეთი და საქართველო ”ფაქტიურად ყველაფერზე შეთანხმდნენ” რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან  დაკავშირებით და რომ მოსკოვი მზადაა ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტი გახსნას თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე.

თუმცა, რუსეთის საგარეო უწყებამ თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებების დროს რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საბაჟო კონტროლი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებზე ”მთლიანად იქნება დამოკიდებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესზე და სოხუმის და ცხინვალის თანხმობაზე”.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4