Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ძალთა განლაგება გამოიკვეთა
/ 7 აპრ.'08 / 17:15
სივილ ჯორჯია

ახალმა მემარჯვენეებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანი პარტიული სიით მიიღონ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.

”მინდა გავაკეთო განცხადება უპრეცედენტო ოპოზიციური გაერთიანების შესახებ, ბრძოლას ვიწყებთ სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

კოალიციის განცხადებით პარტიული სიის შედგენა ჯერ არ დასრულებულა. 7 აპრილს მისი მხოლოდ ნაწილი გახმოვანდა.

საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგებიამ პრეზიდენტობის ორი ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და მეორე ნომერი იქნება ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე. ეს უკანასკნელი გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იქნება.

პირველ ხუთეულში ასევე შევლენ: კონსტანტინე გამსახურდია, პარტია თავისუფლების ლიდერი; კონსერვატორი ზვიად ძიძიგური; კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი.

სიაში პირველ ოცეულში ასევე შედიან: ეკა ბესელია, მოძრაობა ერთიანი საქართველოდან;  დიმა ლორთქიფანიძე, სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან; გოგა ხაინდრავა, ოპოზიციური კოალიციის სუბიექტი; გუბაზ სანიკიძე ეროვნული ფორუმიდან; ჯონდი ბაღათურია, ქართული დასის ლიდერი; კოკა გუნცაძე, მოძრაობა ერთიანი საქართველოდან; გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი, ეროვნული საბჭოს წევრები; კახა კუკავა კონსერვატორებიდან. ამ უკანასკნელთა თანმიმდევრობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

ოპოზიციურმა კოალიციამ დღეს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც დაასახელა.

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე კენჭს იყრის მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის რაიონში, სადაც რესპუბლიკელებმა ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა დაასახელეს. ვაკეში ხელისუფლების ფავორიტი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კრწანისის რაიონში გოგა ხაინდრავას კანდიდატურა სახელდება, სადაც ის მმართველი პარტიის კანდიდატურას დილარ ხაბულიანს დაუპირისპირდება.

ჩუღურეთის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი კოკა გუნცაძე იქნება, რომელიც ისრაელში საქართველოს ელჩს ლაშა ჟვანიას დაუპირისპირდება მმართველი პარტიიდან.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რესპუბლიკურ და ლეიბორისტულ პარტიებს გაერთიანებისაკენ. საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის ვადა 8 აპრილს იწურება. 

”სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალით არის შესაძლებელი,”- აღნიშნა დავითაშვილმა.

რესპუბლიკელებმა, რომელთაც ოპოზიციური კოალიცია თებერვლის ბოლოს დატოვეს, მიღებული გადაწყვეტილება ახსნეს ტაქტიკური მოსაზრებებით და აღნიშნეს, რომ მათ კი არ დაშალეს ცხრა ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი ეროვნული საბჭო, არამედ გაშალეს მმართველი პარტიის დამარცხების მიზნით უკეთესი შედეგის მისაღწევად.

დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან გაზეთ ”ვერსიას” განუცხადა, რომ პარტიას იმედი აქვს, რომ ოთხიდან თერთმეტამდე მაჟორიტარი დეპუტატი მაინც ეყოლება. მისი თქმით, პარტიისთვის წარმატება იქნება, თუ ის პროპორციული სისტემით ხმების 15%-ს მიიღებს.

ლეიბორისტულმა პარტიამ ასევე ნათლად განაცხადა, რომ არ შეუერთდება ოპოზიციურ კოალიციას და გააკრიტიკა კიდეც ის.

150-წევრიანი პარლამენტის ნახევარი პარტიული სიით, ხოლო მეორე ნახევარი 75 ერთმანდატიან ოლქში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებით დაკომპლექტდება. 

ოპოზიციამ ვერ შეძლო ეთანამშრომლა ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების საქმეში, რაც კიდევ უფრო ზრდის მმართველი პარტიის შანსებს გაიყვანოს თავისი ფავორიტები ერთმანდატიანი ოლქების უმეტესობაში.  

დეპუტატობის კანდიდატთა პარტიული სიების და მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენის ვადა 21 აპრილს იწურება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29