Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთზე რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 აპრ.'08 / 10:47
სივილ ჯორჯია

გაეროს უშიშროების საბჭომ 15 აპრილს აფხაზეთის შესახებ თავისი სტანდარტული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნავს რუსი სამშვიდობოების ”მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ როლს” კონფლიქტის ზონაში.

მან ასევე 15 ოქტომბრამდე, 6 თვით გაუგრძელა მანდატი საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას.

აშშ-ს ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადმა განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ”ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მოსკოვიდან მიღებული იმ ინფორმაციის გამო, რომ რუსეთი აპირებს ნახევრად ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე”.

”მოვუწოდებთ რუსეთს არ დაადგეს იმ გზას, რომელიც ზიანს მიაყენებს რუსეთის მიერ გაცხადებულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ,” - იტყობინება ”როიტერი” ამერიკელი დიპლომატის სიტყვებზე დაყრდნობით.  

თუმცა, რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხალილზადი ”ქართული-აფხაზური კონფლიქტის მთავარ პრობლემას ტოვებს”. 

”არსებობს უსაფრთხოების ზონაში მფრინავი საფრენი აპარატების ახალი ფენომენი,” - განაცხადა მან, ”ცოტა ხნის წინ ქართული
უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული უსაფრთხოების ზონის საჰაერო სივრცეში; მიმდინარეობს ქართული სამხედრო ძალების ზრდა”. 

18 მარტს აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მან ქართული ისრაელის კომპანიის Elbit Systems-ის მიერ წარმოებული, საშუალო ზომის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

ჩურკინმა ასევე აღნიშნა, რომ ”ძალიან რთულია კომენტარი გააკეთო იმაზე  და განსაკუთრებით შეშფოთება გამოხატო იმაზე, რაც მხოლოდ პრესის ინფორმაციას ეფუძნება”.

”მაგრამ გასაოცარია, რომ ამგვარ შეშფოთებას გამოხატავდნენ ის ქვეყნები, რომელთაც ნაჩქარევად აღიარეს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება სხვა ადგილებში,” - განაცხადა ჩურკინმა კოსოვოს აღიარებაზე მინიშნებით. ”ეს არ არის ის, რასაც რუსეთი განიხილავს. ჩვენ გასაოცარ მოთმონებას და სიმტკიცეს ვიჩენდით, რათა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური შედეგისთვის მიგვეღწია”.   

აშშ-ს ელჩმა ასევე გამოხატა ვაშინგტონის შეშფოთება რუსეთის მიერ დსთ-ს ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე. ეს ხელშეკრულება აფხაზეთს ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.

თუმცა, რუსეთის ელჩმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მოსკოვის ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის უშიშროების საბჭოს მიერ 15 აპრილს მიღებულ რეზოლუციასთან. ჩურკინი რეზოლუციის იმ მონაკვეთს გულისხმობდა, სადაც ნათქვამია, რომ ”სასწრაფოდ საჭიროა ეკონომიკური განვითარება აფხაზეთში/საქართველო, რათა გაუმჯობესდეს კონფლიქტის მიერ დაზარალებული მოსახლეობის, კერძოდ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობები”.

ჩურკინმა განაცხადა, რომ 1996 წლის ხელშეკრულებით დაწესებული სანქციები ”მოძველებულია” და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა განახორციელოს კომერციული ფრენები სოხუმში.

უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში სინანულია გამოთქმული ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელების საქმეში პროგრესის ნაკლებობის გამო. იმავდროულად, რეზოლუცია მოუწოდებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს ”დაყოვნების გარეშე დაასრულონ მუშაობა” დოკუმენტებზე ძალის არგამოყენების და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე.

რეზოლუცია ასევე ურჩევს მხარეებს ”სერიოზულად მოეკიდონ ერთმანეთის წუხილებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რაც უკავშირდება ძალადობას და პროვოკაციებს, მათ შორის პოლიტიკურ ქმედებებს და რიტორიკას”.

აღიარებს რა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთში, რეზოლუცია ასევე ”ადასტურებს ამ ხალხის თავიანთ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას და ასევე იმ ფაქტს, რომ ინდივიდუალური საკუთრების უფლებები არ უნდა დაირღვეს იმის გამო, რომ მესაკუთრეებს კონფლიქტის დროს გაქცევა მოუხდათ”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16