Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას ბლოკავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აპრ.'08 / 11:14
სივილ ჯორჯია

თბილისი წყვეტს ორმხრივ მოლაპარაკებებს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე, სანამ კრემლი არ გააუქმებს გადაწყვეტილებას თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

”სანამ რუსეთი არ გააუქმებს ინსტრუქციებს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების ლეგალიზების თაობაზე, მანამ საქართველო არ დაუბრუნდება ორმხრივი მოლაპარაკებების მაგიდას, ”- განუცხადა ჟენევიდან თამარ კოვზირიძემ, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ტელეფონით ”საზოგადოებრივ მაუწყებელს”.

”ეს არის ჩვენი ახალი პოზიცია ახალი რეალობებიდან გამომდინარე,”- აღნიშნა მან.

აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების ცალმხრივად მოხსნისა და სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების, მათ შორის ეკონომიკური კავშირების ლეგალიზების თაობაზე მოსკოვის გადაწყვეტილებამდე, თბილისი აცხადებდა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ლეგალიზების შემთხვევაში დათანხმდებოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თებერვალში განაცხადა, რომ  არსებობდა წინასწარი შეთანხმება რუსეთთან განთიადი-ადლერის და როკი-ქვემო ზარამაგის გამშვები პუნქტების ერთობლივი  - ქართულ-რუსული კონტროლის შესახებ. თუმცა რუსეთმა უარყო რაიმე შეთანხმება და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სოხუმის და ცხინვალის პოზიციაზე იქნებოდა დამოკიდებული.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4