Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივნ.'08 / 13:16


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები კამერების წინ პოზიორობენ, მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვას მოაწერეს ხელი, რომლითაც დეპუტატობის მანდატის გაუქმებას ითხოვენ. ფოტო: ინტერპრესნიუსი.


თორმეტმა დეპუტატმა, რომლებიც ახალი მოწვევის პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდნენ, ოფიციალური განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 

ამ ქმედებას 13 ივნისს შეუერთდნენ ოპოზიციური ლიდერები: ლევან გაჩეჩილაძე; დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი; ზვიად ძიძიგური - კონსერვატორული პარტია; კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი; ეკა ბესელია - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; გუბაზ სანიკიძე - ეროვნული ფორუმი; გიორგი ხაინდრავა - ოპოზიციური კოალიციის დამოუკიდებელი წევრი; ფიქრია ჩიხრაძე - ახალი მემარჯვენეები; დავით საგანელიძე - ახალი მემარჯვენეები; მამუკა კაციტაძე - ახალი მემარჯვენეები და ირაკლი იაშვილი - ახალი მემარჯვენეები. ირაკლი იაშვილი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, განცხადებას თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაწერს.

პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ ანალოგიური განცხადებით პარლამენტს 12 ივნისს მიმართა.

სულ გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით პარლამენტში 15 დეპუტატი მოხვდა. ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერებმა მთლიანი სიის ანულირება მოახდინეს, რის შედეგადაც სიის ვერც ერთი წევრი ვერ შეძლებს პარლამენტში ვაკანტური ადგილების დაკავებას.

გარდა პარტიული სიით გასული დეპუტატებისა, ბლოკმა ორი მაჟორიტარული მანდატიც მოიპოვა - დავით გამყრელიძემ ვაკის, ხოლო დავით საგანელიძემ - დიდუბის ერთმანდატიან ოლქებში გაიმარჯვეს. მათი გადაწყვეტილება უარი თქვან სადეპუტატო მანდატებზე ნიშნავს, რომ ამ ორ ოლქში, შემოდგომაზე შუალედური არჩევნები დაინიშნება. 

საერთო ჯამში, ოპოზიციურმა კოალიციამ ახალ პარლამენტში 17 დეპუტატი გაიყვანა, თუმცა ოთხმა მათგანმა - პარტია ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ, საქართველოს გზის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა არჩევნების შემდეგ ბლოკი დატოვეს, თუმცა მანდატების დატოვებაზეც უარი განაცხადეს.

ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია 13 ივნისს პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილა. ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კოალიციის ის წევრები, რომელთაც ბოიკოტში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ავტომატურად გაირიცხებიან გაერთიანებული ოპოზიციიდან.

ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელმაც ექვსი წევრი შეიყვანა პარლამენტში, განაცხადა, რომ ის ასევე უცხადებს ბოიკოტს ახალ პარლამენტს, თუმცა აღნიშნა, რომ არ აპირებს რაიმე ოფიციალური განცხადების გაკეთებას პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

ოპოზიციის ლიდერების მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ გადაწყვიტეს თავიანთ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა, რადგანაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ”არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას”.

”ჩვენ მოვუწოდებთ მთელ ქართველ ხალხს ჩაებას წინააღმდეგობის მოძრაობაში თავისუფალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,” - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 13 ივნისს.

ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებმა რომც ჩააგდონ ეს გადაწყვეტილება, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება მაინც შეუწყდებათ ავტომატურ რეჟიმში. შედეგად, 150-წევრიანი პარლამენტის სიითი შემადგენლობა 140 წევრამდე შემცირდება, ხოლო კიდევ ორი მაჟორიტარული ვაკანტური ადგილი შემოდგომის შუალედური არჩევნების შემდეგ შეივსება.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36