Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მემორანდუმი გაფორმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ივნ.'08 / 18:11

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვის მიზნით დღეს ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს სახელით პრეზიდენტის მრჩეველმა თამარ კინწურაშვილმა და სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სახელით სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მოაწერეს ხელი.

”მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარე იღებს ვალდებულებას ითანამშრომლონ საქართველოში ტოლერანტული გარემოს განვითარებისა და განმტკიცების, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხარისხის ამაღლებისთვის,”- აცხადებენ მემორანდუმის ხელმომწერნი.

კინწურაშვილის განცხადებით, ამგვარი თანამშრომლობა მეტყველებს სახელმწიფოს ნებაზე ხელი შეუწყოს ინტეგრაციის პროცესს, რაც ”კვლავინდებურად პრობლემატურია”.

სუბარის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება  უმცირესობათა ინტეგრაციის სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

დღესვე გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმების ციკლის  - ”მრავალეთნიკური საქართველო” - პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31