Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთაწმინდის გასართობი პარკი Rakeen-მა იჯარით აიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 ივლ.'08 / 16:33

მთაწმინდის გასართობი პარკი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Rakeen-ის ხელში გადავიდა.

Rakeen Georgia-მ დაადასტურა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას თბილისის მუნიციპალიტეტთან პარკის 49-წლიანი ვადით იჯარით აღების თაობაზე. კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტს ყოველწლიურად 300 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს თბილისის მთავრობამ მთაწმინდის პარკი ჩამოართვა იმ მოტივით, რომ პარკის რეაბილიტაციის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება დაირღვა. თბილისის მერიის განმარტებით, შპს ”ლინქსს”, რომელიც ახორციელებდა პარკის რეაბილიტაციას, 2005 წლიდან საიჯარო ქირა არ ჰქონდა გადახდილი და ხელშეკრულების სხვა პირობებიც დაარღვია.

პარკი, რომელიც ნაწილობრივ შარშან სექტემბერში გაიხსნა, იძულებული გახდა 2007 წლის 7 ნოემბერს დახურულიყო.

კომპანია Salford Georgia-მ, რომელიც საქართველოში პატარკაციშვილის აქტივებს მართავდა, უარყო მერიის განცხადება და განაცხადა ნოემბერში, რომ განაგრძობდა კონტრაქტით გათვალისწინებული საკუთარი უფლებების, მათ შორის 25 მილიონ აშშ დოლარის დაცვას, რომელიც გასართობი პარკის რეაბილიტაციაში 2005 წლიდან ჩაიდო.

Salford Georgia-მ უარი განაცხადა Rakeen-სა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის დადებულ ახალ კონტრაქტზე კომენტარის გაკეთებაზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33