Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”შპიგელი” ბერლინის მიერ მომზადებულ აფხაზურ გეგმაზე იუწყება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივლ.'08 / 15:33

გერმანული ”შპიგელი” აფხაზეთის შესახებ ბერლინის მიერ მომზადებული სამეტაპიანი გეგმის ზოგიერთ დეტალზე იუწყება

გერმანული გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს, რაც ასევე ითვალისწინებს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას, იტყობინება ”შპიგელი”. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, რომლის დროსაც ბერლინი დონორთა სახსრების მოსაზიდად კონფერენციას მოიწვევს, ხოლო მესამი ეტაპი გულისხმობს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.

ეს საკითხი გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე იქნა განხილული. შეხვედრა 30 ივნისს ბერლინში გაიმართა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში ჟან არნომ ეს გეგმა 4 ივლისს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი შეეხო 30 ივნისს ბერლინში გაეროს მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე  შემუშავებულ ”ახალ პროექტს” კონფლიქტის მოგვარების წინადადებების შესახებ.  თუმცა, შამბამ ამ წინადადებებზე საუბარი არ ისურვა.

”ჩვენ ჩვენი წინადადებები გვაქვს, მათ [მეგობართა ჯგუფს] - თავიანთი, მაგრამ საჭიროა ყველაფერი ეს შევათანხმოთ,”- განაცხადა მან, ”ზოგი წინადადება შეიძლება იყოს მიუღებელი, ზოგი განუხორციელებელი, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ პრობლემების მოგვარების გზების ზუსტად დიპლომატიური მეთოდებით ძიება”.

ინფორმაცია ბერლინის მიერ მომზადებული გეგმის თაობაზე ივნისის ბოლოს გაჩნდა, როდესაც პრეზიდენტის პრესსამსახურმა სააკაშვილის ბერლინში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობაში განაცხადა, რომ გერმანულმა მხარემ მეგობართა ჯგუფის ფარგლებში ”სამეტაპიანი გეგმა” მოამზადა.

ამ გეგმის მიხედვით: პირველ ეტაპზე უნდა გაუქმდეს ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულება, აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს სამშვიდობო ფორმატით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამხედრო ფორმირებები და უნდა მოხდეს სამშვიდობო ფორმატის გადახედვა; მეორე ეტაპი კონფლიქტური ზონების ეკონომიკურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორის გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას; ხოლო მესამე ეტაპი კი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოიცავს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40