Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაღაფში გერმანულ გეგმას მიუღებლად მიიჩნევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ივლ.'08 / 15:28

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მიერ შემოთავაზებული წინადადებები მიუღებელია აფხაზური მხარისთვის, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

შეხვედრა გალში გაიმართა, ადრე დაგეგმილი სოხუმის ნაცვლად. გავრცელებული ინფორმაციით, შტაინმაიერის ვიზიტი სოხუმში ცუდი ამინდის გამო გადაიდო.

”ეს წინადადებები ჩვენთვის მიუღებელია,” - იტყობინება ”ინტერფაქსი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენ ვუთხარით გერმანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომ მოლაპარაკებები შეუძლებელია ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანის გარეშე”.

”ჩვენ ამ შეხვედრის შედეგად პოზიცია არ შეგვიცვლია - არც მინისტრს, არც ჩვენ,” - განუცხადა ბაღაფშმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

”ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით შემოთავაზებულ გეგმას,” - იტყობინება ”რია ნოვოსტი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენ შევთავაზეთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი პუნქტი შეიტანოს დოკუმენტში. პირველია: ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანა; ხოლო მეორე: ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა”.

”აფხაზეთის სხვა ნაწილებში [გარდა გალის რაიონისა] ქართველ დევნილთა დაბრუნების დაჟინებით მოთხოვნა უაზრობაა კონფლიქტის მოგვარებამდე; ამან შესაძლოა კონფლიქტის განახლება გამოიწვიოს,” - დასძინა მან.

ბაღაფშის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ 17 ივლისს გაკეთებული განცხადების ანალოგიური იყო.

აფხაზეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის სტატუსის განხილვა შეუძლებელია. ”აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება,” - განაცხადა მან.

”ორივე მხარის პოზიციები შორს არის ერთმანეთისგან და ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები დიალოგისთვის,” - იტყობინება ”როიტერი” შტაინმაიერის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს კვლავ შეხვდება 18 ივლისს ბათუშმი, რის შემდეგაც მოსკოვში გაემგზავრება და თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართავს მოლაპარაკებებს.   

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება უცნობ რუს დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მცდელობები განაახლოს აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი ”კონსტრუქციულია”, საჭიროა კონცენტრირება მოხდეს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე.

”შტაინმაიერის საქმიანობა დადებითია; მაგრამ ახლა მთავარი საკითხია საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა, ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გამოყვანის პარალელურად,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ.

ოფიციალური თბილისი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგია, თუ არ იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა თავდაპირველად გალის და ოჩამჩირის რაიონებში დაბრუნების მყარი გარანტიები და დეტალურად გაწერილი სქემა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის მოწოდებები შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე ”ხელოვნური” საკითხია.

თბილისი ასევე იმ მოტივით ამბობს უარს შეთანხმების ხელმოწერაზე, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოები ვერ უზრუნველყოფენ შეთანხმების გარანტის როლს. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანულ გეგმაში არაფერია ნათქვამი სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის თაობაზე, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა თბილისი ფრთხილი პასუხისა შემოთავაზებულ გეგმაზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ამ გეგმას ”გარკვეული კორექტივები და დამატებები” ესაჭიროება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40