საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე 10 აგვისტოს მოსკოვში მიემგზავრება. ამის შესახებ Civil.Ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინოსტროში თავის კოლეგასთან გრიგორ კარასინთან შეხვედრაზე საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას განიხილავს.
3 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძესა და გრიგოლ კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.