Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალი და რუსი სამშვიდობოები ”ინტენსიური სროლების” შესახებ იტყობინებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 აგვ.'08 / 18:19

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსმა სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლები დაფიქსირდა.

ქართულმა მხარემ ასევე დაადასტურა სროლების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ინციდენტი უკვე ამოწურულია.

სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით, ქართულმა ძალებმა ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ ხეთაგუროვის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების სარდლის თანაშემწემ ვლადიმერ ივანოვმა ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ სროლები 6 აგვისტოს ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყო.

”ქართულ და ოსურ მხარეებს შორის სოფლების ავნევი და ხეთაგუროვის მიდამოებში მასიური სროლები დაფიქსირდა,” - განაცხადა მან.

თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ცეცხლი პირველმა სამხრეთ ოსურმა მხარემ გახსნა ქართული სოფლების ავნევის, ნულის და დვანის მიმართულებით.

”ცეცხლი ძირითადად ყუმბარმტყორცნებიდან გახსნეს,” - განუცხადა მან Civil.Ge-ს. ”ჩვენ ვაცნობეთ სამშვიდობო ძალებს და გავაფრთხილეთ ისინი, რომ მიეღოთ ზომები, რის შემდეგაც სროლები შეწყდა... დაშავებულები არ არიან”.

მანამდე სამხრეთ ოსური მხარე იტყობინებოდა, რომ ქართული ძალები 6 აგვისტოს შუადღისას შეეცადნენ სოფელ ნულის მახლობლად არსებული იმ სიმაღლის აღებას, რომელიც ოსურ სოფლებს გადაჰყურებს. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდება უარყო.  

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 6 აგვისტოს საღამოს ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ სამხრეთ ოსურმა მხარემ საღამოს 18:00 საათისთვის ”გამოდევნეს ქართული ძალები ნულის სიმაღლიდან”. 

”ქართული სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა დაეტოვებინა სიმაღლე და ახლა მას ჩვენ ვაკონტროლებთ,” - განაცხადა მან. 

ნულის სიმაღლე იმ შემოვლით გზას გადაჰყურებს, რომელსაც სამხრეთ ოსური მხარე აკონტროლებს და რომელიც ცხინვალს ზნაურის რაიონის ოსურ სოფლებს უკავშირებს ცხინვალის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16