Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ აკეთებს განცხადებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'08 / 19:06

ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ”ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი”, რაც იმის ნიშანია, რომ თბილისს დაძაბულობის განმუხტვა სურს, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა თბილისში 18:40 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ჩვენმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება არ უპასუხოს ცეცხლით დროის გარკვეული პერიოდი. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა დავარწმუნოთ სეპარატისტები სამხედრო კონფრონტაციის უაზრობაში,” - განაცხადა იაკობაშვილმა. ”სამხედრო კონფრონტაციას შეიძლება მოყვეს ძალიან დიდი მსხვერპლი. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფრონტაცია”. 

”ჩვენი მხარე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ცალმხრივად წყვეტს ცეცხლს იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვინმესი გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და იმედი გვაქვს, რომ ამ გზავნილს ისინი ადექვატურად აღიქვამენ და შეწყვეტენ ჩვენი პოზიციების და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას,” - განაცხადა მან.

იაკობაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ დღეს საღამოს ცხინვალში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალთან მარატ კულახმეტოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, იგი ვერ დაუკავშირდა სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს. ”ის არ პასუხობს ტელეფონს,” - განაცხადა იაკობაშვილმა. ”და [ედუარდ] კოკოითი [სამხრეთ ოსეთის ლიდერი] საერთოდ არ არის ცხინვალში”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7