Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი სატელევიზიო მიმართვაში მშვიდობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აგვ.'08 / 21:19

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება, რომ ქართულმა ძალებმა შეწყვიტონ ცეცხლი სამხრეთ ოსეთის კონფლქიტის ზონაში და დასძინა, რომ თბილისი მზადაა რუსეთს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გარანტის როლი შესთავაზოს.

”გრძელდება სნაიპერული ომი სოფლების მაცხოვრებლებზე და აი ამ წუთში, როცა მე ვლაპარაკობ, ინტენსიური ცეცხლი არის გახსნილი არტილერიიდან, კონფლიქტის ზონაში უკანონოდ შეყვანილი ტანკებიდან, კონფლიქტის ზონაში უკანონოდ მყოფი თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან, ყველა სახის სხვა იარაღიდან, ნაღმტყროცნებიდან, ავტომატებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და ყველა სხვა შესაძლო იარაღიდან,” - განაცხადა სააკაშვილმა 7 აგვისტოს 19:10 საათზე გაკეთებულ მიმართვაში.

მისი თქმით, არის მხვერპლი, არიან დაღუპულები და ”ბევრი, ბევრი ხალხია დაჭრილი”. მან არ დააკონკრეტა რაოდენობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმაც ვერ შეძლეს მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოწოდება.

”სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობამ განგვიცხადა რამდენიმე საათის წინ, რომ მათ მთლიანად აქვთ დაკარგული კონტროლი სეპარატისტების მოქმედებებზე,” - განაცხადა მან. ” ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის საგარეო   საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად, როგორც ამბობენ ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს კონფლიქტის ზონაში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას”.

”მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვაღიარო, რომ რამდენიმე საათის წინ გავეცი ბრძანება - მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად,” - განაცხადა მან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, რათა ოს სეპარატისტებს მოლაპარაკებების განახლება შესთავაზოს.

მან მოლაპარაკებების დაუყონებლივ განახლებისკენ მოუწოდა ნებისმიერ ფორმატში - იქნება ეს ორმხრივი თუ მრავალმხრივი ფორმატი - რათა გამოიძებნოს ჩიხიდან გამოსავალი.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ”შეუზღუდავ ავტონომიას” სთავაზობს სამხრეთ ოსეთს.

”მე ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იყოს სამხრეთ ოსური ავტონომიის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე,” - განაცხადა პრეზიდენტმა - ეს წინადადება აქამდე საჯაროდ არ გახმოვანებულა.

მისი თქმით, თბილისი გამოდის ამ წინადადებით, რათა, ერთის მხრივ, რუსეთს გარკვეული როლი მიანიჭოს სამშვიდობო პროცესში, და მეორეს მხრივ, იმის განცდა მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ”მათ იცავს საერთაშორისო თანამეგობრობა, ის ხალხი, ვინც მათ ნდობას იმსახურებს”.   

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი სრულ ამნისტიას ანიჭებს სეპარატისტებს და კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულ პირებს, თუ ისინი დაუყონებლივ შეწყვეტენ ცეცხლს.

”მე მზად ვარ მშვიდობისთვის წავიდე ამ ნაბიჯზეც და მე მზად ვარ, რომ ყველა წარსული დანაშაული, რომელიც ჩადენილია ამ მრავალი წლის განმავლობაში, პატიებული იქნას ქართული სახელმწიფოს მიერ, რათა ჩვენ მოვიპოვოთ მშვიდობა,” - განაცხადა მან. ”მშვიდობის გულისთვის ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ნებისმიერ კომპრომისზე, ნებისმიერ შეთანხებაზე”.

მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგრობამ არ უნდა წარმოადგინოს საქართველო, როგორც რაიმე სახის ძალადობის მომხრე.

”ამდენი დღეა ჩვენ ყველა ჩვენ პარტნიორს მივმართავთ  - დღეს გვქონდა რამდენიმე მსოფლიოს ლიდერთან საუბარი - დაგვეხმარეთ ძალადობის ესკალაციის შეჩერებაში, დაგვეხმარეთ პირდაპირი მოლაპარაკების წარმოებაში, დაგვეხმარეთ ავტონომიის გარანტიების მიცემაში, დაგვეხმარეთ პროცესის ინტერნაციონალიზაციაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძალადობა ავიცილოთ თავიდან,” - განაცხადა მან.

”გთხოვთ, დაუყონებლივ შეწყვიტოთ ცეცხლი,” - მიმართა მან სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას. ”ჩვენ არ გვაქვს სურვილი რომ გიპასუხოთ. ამდენი წელი ვითმენდით და არ გპასუხობდით. ნუ ცდით ქართული სახელმწიფოს მოთმინებას. მოდით შევწყვიტოთ ძალადობის სპირალი... მოდით ყველამ ერთად მივცეთ მშვიდობას და დიალოგს შანსი”.        

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14