Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 აგვ.'08 / 13:00

საქართველომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების საშუალებით დაარღვია კონვენცია, რომელიც რასიზმის აღმოფხვრას ეხება, განაცხადა სასამართლომ 12 აგვისტოს.    

სასამართლოს პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს მტკიცებით რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინიციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე (CERD) ”სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის სამი მკაფიო ფაზის დროს” 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში.

”რუსეთის ფედერაცია, სახელისუფლებო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფო წარმომადგენლების და სხვა პირების და სტრუქტურების ჩათვლით, ასევე სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული ძალების და რუსეთის ფედერაციის მითითებებით და მისი კონტროლის ქვეშ მოქმედი პირების ჩათვლით, პასუხისმგებელია CERD-ის ფუნდამენტალური ვალდებულებების, მათ შორის 2, 3, 4, 5 და 6 მუხლების სერიოზულ დარღვევაზე,” - აცხადებს საქართველო სარჩელში.

ამავდროულად, რუსეთი კიდევ უფრო აძლიერებს მცდელობებს საერთაშორისო დონეზე გაიტანოს თავისი ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ, რომ ამ უკანასკნელის მიერ ბოლო დროს სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ქმედებები ოსი ხალხის ”გენოციდის” ტოლფასია. რუსეთის თქმით, 2 000 ოსი დაიღუპა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, საქართველომ სამხედრო იერიში მიიტანა თვითგამოცხადებულ რეგიონზე.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა სასამართლოში საქმე აღძრას პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ.

”შეგროვილი მტკიცებულება შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შესატანად, ასევე რუსეთის სასამართლო ორგანოების მიერ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების განსახილველად,” - იტყობინება ”ინტერფაქსი” რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მარინა გრიდნევას სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 13 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველო გენოციდში: ”ასობით ჩვენი მოქალაქე [სამხრეთ ოსეთიდან] ამზადებს სარჩელს საერთაშორისო სასამართლოებში შესატანად”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17