დედაქალაქში დევნილი მოსახლეობის რაოდენობამ 60 ათასს მიაღწია, განაცხადა მთავრობის სახელით გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა კობა სუბელიანმა.
ლტოლვილთა და განსახლების ყოფილმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეს ის რაოდენობაა, ვინც ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა. სუბელიანის თქმით, თბილისში დევნილები 500-მდე შენობაში, ძირითადად საბავშვო ბაღებსა და სკოლებში განათავსეს.
ამ რაოდენობაში არ შედის ზემო კოდორის ხეობიდან დევნილთა მონაცემები, რომლების დასავლეთ საქართველოში დაბინავდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ზემო კოდორის ხეობაში 2 645 ამომრჩეველი ცხოვრობს, რაც არ მოიცავს 18 წლამდე ასაკის მოზარდთა რაოდენობას. კოდორის ხეობა ქართველებმა მანამდე დატოვეს, ვიდრე 12 აგვისტოს აფხაზი სეპარატისტები კონტროლს დაამყარებდნენ თბილისზე დაქვემდებარებულ ამ ერთადერთ ტერიტორიაზე აფხაზეთში.