Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედევედევმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 აგვ.'08 / 15:16

•რუსული ძალების გაყვანის ზუსტი დრო უცნობია;
•”უსაფრთხოების ოპერაცია” მიმდინარეობს;
•საბრძოლო მასალის საწყობები ”ნეიტრალიზებულია”.


რუსი სამხედროები გორის მისადგომებთან, 15 აგვისტო. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი.


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 16 აგვისტოს ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, იტყობინება ”ინტერფაქსი”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნის წინ, რომ რუსული ძალების გაყვანის დაწყების ზუსტი დრო უცნობია.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქართული არმიის მიერ დატოვებული ”უზარმაზარი საწყობების ნეიტრალიზება მოხდება”.

მოსკოვიდან CNN-თან პირდაპირ ეთერში საუბრისას ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ტელეფონით დაუკავშირდა თავის რუს კოლეგას 15 აგვისტოს და ინფორმაცია მიაწოდა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყევტის შესახებ შეთანხმებას.

”პრეზიდენტ მედვედევის რეაქცია ძალიან დადებითი იყო და ვიმედოვნებ, რომ დღეს მას მოეწერება ხელი [რუსული მხარის მიერ],” - განაცხადა ნესტერენკომ. ”რუსეთის აპირებს ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელსაც ეს დოკუმენტი შეიცავს”.  

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ზუსტ დროს ვერ დაასახელებს, თუ როდის მოაწერს პრეზიდენტი მედვედევი ამ შეთანხმებას ხელს, ან როდის დაიწყებენ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ძალები კვლავ განაგრძობენ ”უსაფრთხოების ოპერაციას”.

”ისინი ანეიტრალებენ საბრძოლო მასალის და სამხედრო აღჭურვილობის ყველა იმ უზარმაზარ საწყობს, რომლებიც ქართულმა არმიამ დატოვა,” - განაცხადა ნესტერენკომ. ”ზოგიერთ სახლში უამრავი ნაღმია, ამიტომ საჭიროა მათი განეიტრალება და როგორც კი ეს ოპერაცია დასრულდება ჯარები რუსეთის მიწაზე დაბრუნდებიან”.

თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ექვსპუნქტიანი შეთანხმების დებულება, რომლის მიხედვითაც ძალების ნაწილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დარჩება სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების მიზნით, როგორც ეს საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს თავისი ძალები დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნოს.

”რაშიც უნდა დავრწმუნდეთ დღეს არის ის, რომ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებას,” - დასძინა მან.

ამ შეთანხმებას ხელი მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53