Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იაკობაშვილი: საქართველო ომში რუსეთთან ერთად დასავლეთმაც ”შეტენა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 აგვ.'08 / 15:36

თემურ იაკობაშვილმა გაზეთ ”რეზონანსისთვის”  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო ომში არამატო რუსეთმა, არამედ დასავლეთმაც ”შეტენა”.
 
”მინდა გითხრათ პირდაპირ და გულახდილად, რომ როცა პრესკონფერენცია ჩავატარე ბრიუსელში და განვაცხადე, ჩვენ ომთან ვართ ახლო-მეთქი, მოვიდნენ ჩემთან ევროპელები და მითხრეს: ამ ქალაქში სიტყვა ომის ხსენება მიუღებელიაო”, - განაცხადა იაკობაშვილმა საგაზეთო ინტერვიუში, რომელიც 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.
 
”ამიტომ მე დღეს ვამბობ ერთს: ჩვენ ამ ომში შეგვტენეს არამარტო რუსებმა, არამედ დასავლეთმაც,” - დასძინა მან.
 
იაკობაშვილის თქმით, ის რომ აპრილში ბუქარესტში ნატოს სამიტზე საქართველოს არ მისცეს MAP-ი, ამით ”დარწმუნებული ვარ რუსეთს აუნთეს მწვანე შუქი”.

იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს ”ბევრ რამეს” და იქვე დასძინა, რომ ”მაგალითად, რეზერვისტების თემა გასარკვევია”.
 
”ჩემი აზრით თავდაცვის სამინისტრო ამაზე შიდა გამოძიებას ჩაატარებს,”- აცხადებს იაკობაშვილი.
 
მისი თქმით, იგი იყო საქართველოში რუსული არხების გათიშვის ინიციატორი.

ქართულმა საკაბელო არხებმა რუსული ტელეარხების მაუწყებლობა საქართველოში 8 აგვისტოს შეწყვიტეს ხელისუფლების მითითების საფუძველზე. პირად საუბრებში ქართველი ტელეჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის დაწყებისთანავე, კიდევ უფრო გამკაცრდა სახელმწიფოს მიერ ქართული ტელეარხების კონტროლი და ცენზურა. ასევე დაიბლოკა .ru დომენები. თუმცა რუსულ ინტერნეტ გვერდებზე შესვლა მაინც შესაძლებელია ე.წ. ”პროქსი სერვერების” (proxy server) გამოყენებით. 
 
”ეს არის ჩვეულებრივი მედია-ომის ნაწილი და ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა,”- განაცხადა იაკობაშვილმა. ”შემოუტიეს ჩვენს ვებ-გვერდებს, მოისყიდეს ჟურნალისტები მსოფლიო მედიაში ჩვენზე სიბინძურეების დასაწერად... ეს საჭირო იყო, რომ ხალხი პანიკაში არ ჩავარდნილიყო.”

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20