Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ”პოლიტიკური გვამია” - მედვედევი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 სექ.'08 / 13:23

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის პრეზიდენტი სააკაშვილი ”პოლიტიკური გვამია” და მოუწოდა აშშ-ს ”გადააფასოს” ურთიერთობები საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან.

”ჩვენთვის მოქმედი რეჟიმი გაბანკროტებულია,”- განაცხადა მან 2 სექტემბერს იტალიური ტელეკომპანია რაი-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ”პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის აღარ არსებობს,  ის ”პოლიტიკური გვამია”.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ”სხვადასხვა საკითხები, მათ შორის პოსტ-კონფლიქტური დარეგულირების შესახებ ამ რეგიონში”.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ მისი სურვილია საერთაშორისო თანამეგობრობას ახსოვდეს ვინ წამოიწყო აგრესია და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანთა მსხვერპლზე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ ამ განცხადებების საპასუხოდ განაცხადა: ”რუსეთის პრეზიდენტმა კონტროლი დაკარგა იმის გამო, რომ მისი მცდელობა საქართველოს ხელისუფლების დამხობის ჩაიშალა”.

”საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიულად არჩეული ლიდერია, ის და მისი მთავრობა ქართველ ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს,”- განუცხადა ლომაიამ AFP.

მედვედევმა ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონი იმის გამო, რომ ერთგვარი ”კარტ-ბლანში” მისცა პრეზიდენტ სააკაშვილს.

”ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა დროა გადააფასონ თავისი ურთიერთობების მოქმედ რეჟიმთან თუნდაც იმის გამო, რომ მან მიიყვანა საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობამდე, გამოიწვია ძალიან სერიოზული დესტაბილიზაცია, გააჩაღა აგრესია, რომლის შედეგადაც ბევრი ადამიანი დაიღუპა,”- განაცხადა მედვედევმა სატელევიზიო ინტერვიუში.

”ეს დაძაბულობა გახდა შედეგი არც ისე გონიერი პოლიტიკისა, რომელსაც ატარებდა შეერთებული შტატები საქართველოს მიმართულებაზე,”- განაცხადა მედვედევმა ევრონიუსისთვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში,  ”მათ რაღაც მომენტში საქართველოს ლიდერს ყველაფრის გაკეთების უფლების და დაუსჯელობის შეგრძნება გაუჩინეს. თითქოს მან მიიღო კარტ-ბლანში იმაზე, რომ ნებისმიერი მეთოდით ემოქმედა. რითიც დამთავრდა ეს - სრულიად ნათელია”.

”დღევანდელ დღეს, ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა გარკვეული სინანული, რომ ამ ვირტუალურმა პროექტმა სახელწოდებით ”თავისუფალი საქართველო” ვერ გაამართლა,”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ”ლიდერი გაბანკროტებულია, რეჟიმი კრიზისთან ახლოსაა და სიტუაცია დაძაბულია”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28