Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი პარტია და ზოგიერთი ოპოზიციონერი ერთობას აფიქსირებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 სექ.'08 / 17:50

5 სექტემბერს გაფორმდა ”საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტია”, რომელიც რუსი ოკუპანტების გასვლის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევის და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის პრინციპებს აყალიბებს, თუმცა მას არ უერთდებიან ოპოზიციური კოალიციის სუბიექტები,  რესპუბლიკური პარტია და ლეიბორისტები.

ქარტიას 5 სექტემბერს ხელი მოაწერა ექვსი პარტიის წარმომადგენელმა და ორმა დამოუკიდებლემა სუბიექტმა, კერძოდ, მმართველი პარტიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, ქართული დასის ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, პარტია ჩვენ თვითონ ლიდერმა, დეპუტატმა პაატა დავითაიამ,  დეპუტატებმა გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა და ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მრეწველებისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა ზურაბ ტყემალაძემ და ბაჩუკი ქარდავამ.

ქარტია, რომელიც აშშ-ის რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით მომზადდა, 4-პუნქტიანია და მიზნად ისახავს რუსეთის დაუფარავი სამხედრო აგრესიის პირობებში სტრატეგიული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე შეთანხმებას.

პირველი პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და რუსეთის საოკუპაციო ჯარმა სრულად დატოვოს საქართველო. ”რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ორი პირობის შესრულების შემდეგ”.

ქარტიის მეორე პუნქტი, ადასტურებს სურვილს, რომ საქართველო უნდა  გახდეს ნატოს წევრი და ამით აღსრულდეს 5 იანვრის პლებისციტზე საქართველოს მოსახლეობის 77%-ის სურვილი. საქართველო უნდა გახდეს ასევე ”ევროკავშირთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ქვეყანა”.

დოკუმენტის მესამე პუნქტი აცხადებს, რომ ”საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესები ყოველთვის უნდა რჩებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში და ითვალისწინებდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს”.

დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ეს დებულება ავალდებულებს ხელმომწერ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ ისინი არ გაურიგდებიან ფარულად ”გარეშე ძალებს”.

”ამ გარეშე ძალაში პირველ რიგში იგულისხმება რუსეთი, რომელიც ცხადია შეეცდება ამ სიტუაციაში მოძებნოს საკუთარი პოლიტიკური დასაყრდენი საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უკანასკნელი დებულება საუბრობს ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის საჭიროებაზე. ეს ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აგვისტოს შესთავაზა ოპოზიციას იმ უცხოური დახმარებების მონიტორინგის მიზნით, რომელთა საქართველოში შემოსვლა მოსალოდნელია პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციისათვის.

თუმცა ოპოზიციის ნაწილი ამ საბჭოსთვის უფრო ფართო ფუნქციების მინიჭების წინადადებით გამოვიდა.

საბოლოოდ ქარტიაში ჩაიწერა: ”ქვეყანაში რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების, დემოკრატიზაციისა და შიდა რეფორმების პროცესის გაგრძელებისა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკური გარემოს შექმნის მიზნით უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო”. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეს დოკუმენტი არ ისახავს მიზნად ”რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ რაიმე სახის კამპანიის დაწყებას” ან ვინმეს ”დისკრედიტაციას”. მომდევნო 3 დღის განმავლობაში, როცა დოკუმენტი ღია იქნება ხელმოწერისთვის, ბაქრაძემ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდა შეუერთდნენ მას.

თუმცა ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი მტკიცე პოზიცია, რომ ”ნამდვილი ოპოზიცია” არ აპირებს ხელისუფლების ამ ”პროპაგანდისტულ” ნაბიჯთან შეერთებას.

”ეს არის ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიული დოკუმენტი და როგორი ოპოზიციაც აწერს მას ხელს ყველას კარგად მოეხსენება,”- განუცხადა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კუკავამ Civil.ge-ს, ”მათ ამით უნდათ იმის დემონსტრირება, რომ ”პარტია და ხალხი” ერთიანია, არადა ეს ასე ნამდვილად არ არის”.

თუმცა კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია მზადაა ესაუბროს ხელისუფლებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზებზე.

მსგავსი პოზიცია გაახმოვანა 5 სექტემბერს საგანგებო პრესკონფერენციაზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია მიზანშეუწონლად მიიჩნევს ქარტიის ხელმოწერას, თუმცა მზადაა ”კონკრეტულ საკითხებზე ხელისუფლებასთან საქმიანი დიალოგისთვის”.

ლეიბორისტული პარტია ასევე არ აპირებს დოკუმენტის ხელმოწერას, რადგან პარტიის წარმომადგენლის ნესტან კირთაძის შეფასებით, ”ეს უფრო ამ ხელისუფლების კრიზისიდან გამოსვლის და ხელისუფლების შენარჩუნების დოკუმენტია, ვიდრე ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის”.  ”ჩვენ ხელს მოვაწერთ მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომლითაც ამ ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტიტუციური გზით შეცვლას განსაზღვრავს,”- დასძინა მან.

ახალი მემარჯვენეები ქარტიას ”ხელოვნურად შექმნილსა” და ”არაფრის მომცემ” დოკუმენტად აფასებენ  და მასზე ხელმოწერას არ პირებენ.

”ჩვენ იქ ჩამოთვლილ პირველ სამ პრინციპს მხარს ვუჭერთ და არაერთხელ გამოგვიხატავს ჩვენი პოზიცია ხელმოწერით თუ მოქმედებებით ამ საკითხებთან მიმართებაში, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია იმ ხელისუფლების მხრიდან საუბარი რუსულ საფრთხეზე, რომელსაც დღესაც მთავრობის კანცელარიის უფროსად კახა ბენდუქიძე უზის,”- განუცხადა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან Civil.ge-ს.

”ეს არის 12 აგვისტოს პარლამენტის წინ გამართული მიტინგის და 1 სექტემბრის ”ცოცხალი ჯაჭვის” აქციის გაგრძელება და ემსახურება ერთ მიზანს, რომ მოხდეს სააკაშვილის რეაბილიტაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში,”- განაცხადა მან, ”ჩვენ ამ დემოკრატიული ანტურაჟის შექმნაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, რადგან გვაქვს სერიოზული კითხვები, რომელზეც მოუწევს სააკაშვილს პასუხების გაცემა”.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27