Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედვედევი ნატოს საქართველოს მიღების წინააღმდეგ აფრთხილებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 სექ.'08 / 12:43

საქართველოს ინტეგრაცია ნატოში ვერ დაეხმარება გლობალური დაძაბულობის შემცირებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 12 სექტემბერს მოსკოვში უცხოელ ჟურნალისტებთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტებთან შეხვედრაზე.  

”ნატო ამ გზით უფრო ვერ გაძლიერდება, გლობალური დაძაბულობა არ შემცირდება. რა მოხდებოდა საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა რომ ჰქონოდა? მე ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი იმ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც მაშინ [აგვისტოში] მივიღე. რა შედეგები მოყვებოდა ამას? შესაძლოა ვითარება ბევრად უარესი ყოფილიყო” - განაცხადა მან.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს დაპირება საქართველოსთვის წევრეობის მინიჭების თაობაზე ”რუსეთთან მიმართებაში უსამართლოა” და ”რუსეთისთვის დამამცირებელი”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 სექტემბერს ნატოს მიმართა არ გამოიჩინოს ”სისუსტის ნიშნები” და არ შეეწინააღმდეგოს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას.

”თუ ნატო სისუსტის ნიშნებს გამოავლენს - და აშკარაა, რომ ეს [რუსული] შემოჭრა განხორციელდა ნატოს დაშინების მიზნით - თუ ნატო დაშინდება, ეს იქნება დაუსრულებელი ისტორია,” - განაცხადა სააკაშვილმა.

ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის ელჩი თბილისს 15-16 სექტემბერს ეწვევიან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. ამ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19 აგვისტოს მიიღეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45