Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: რუსები საქართველოში 7 აგვისტოს შემოვიდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 სექ.'08 / 16:49

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, რომ საქართველო არ ყოფილა ომის ინიციატორი და რომ თბილისს გააჩნია ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ თბილისში დღეს პირველად გამართულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ”წლების და თვეების წინ” დაიგეგმა.

”საქართველოში რუსული ძალები 7 აგვისტოს დილის საათებში შემოიჭრნენ და ეს არის ფაქტი, რომელსაც რუსეთის ფედერაციაც კი აღარ უარყოფს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო ”არაპროვოცირებული შეტევა” საქართველოზე.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი იყო საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება და დასავლეთში ქვეყნის ინტეგრაციის შეფერხება. მან ასევე დასძინა, რომ ახლა რუსეთი ცდილობს ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგალიზებას. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გადაჭარბებული ძალისა, საქართველომ მოახერხა აგრესიას შეწინააღმდეგებოდა.

სააკაშვილის თქმით, მას სურს, რომ სხდომამ განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების უზრუნველყოფის საკითხი.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი სიგნალია მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკვე მტკიცე და ძლიერი ურთიერთობები საქართველოსა და ნატოს შორის კიდევ უფრო გაძლიერდება.

სააკაშვილი მიესალმა ნატო-საქართველოს კომისიის შექმნას და განაცხადა, რომ ეს მექნიზმი ”გააფართოებს და დააჩქარებს ჩვენს თანამშრომლობას”.

თავის გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ნატოს პოზიცია და განაცხადა, რომ რუსეთმა ”არაპროპორციული ძალა” გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელსაც ნატომ დაუჭირა მხარი. 
     

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10