Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველის ინიციატივით ახალი მოძრაობა დაფუძნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'08 / 16:25

სახალხო მოძრაობა ”თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის” დაფუძნდა დღეს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ინიციატივით.

”სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის არის არაფორმალური ღია ასოციაცია. არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას და არ ესწრაფის ხელისუფლების მოპოვებას”, - განაცხადა სოზარ სუბარმა პრეზენტაციაზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი მოძრაობის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს კახა კუკავამ, ზვიად ძიძიგურმა - კონსერვატიული პარტია, სალომე ზურაბიშვილმა  - საქართველოს გზა, პაატაა ზაქარეიშვილმა -რესპუბლიკური პარტია, მამუკა ღლონტმა - სტუდია მაესტროს დამფუძნებელი და სხვა მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მოძრაობა პირველ შეხვედრას 10 ოქტომბერს გამართავს, სადაც დაისახება მოქმედების სამომავლო გეგმები.

სახალხო მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა სოზარ სუბარის 25 სექტემბრის განცხადება, სადაც მან ხელისუფლება ”ავტორიტარული” მმართველობის გამო გააკრიტიკა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
67