Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
PACE-მ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება არ შეუწყვიტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ოქტ.'08 / 11:37

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ ეს უფლებამოსილება შესაძლოა ნებისმიერ დროს იქნას ჩამორთმეული, იტყობინება ევროპის საბჭო 1 ოქტომბერს.  

საპარლამენტო ასამბლეის 24-კაციანმა ჯგუფმა მოითხოვა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის ხელახლა განხილვა ევროპის საბჭოს ”ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის საფუძველზე”, რაც საქართველოსთან წარმოებულ ომს უკავშირდება.

PACE-ს პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ რუსეთ-საქართველოს ომი უკვე თავისთავად წარმოადგენს ”ევროპის საბჭოს წესდების, ასევე მათი, როგორც წევრი სახელმწიფოების მოვალეობების და ვალდებულებების სერიოზულ დარღვევას”. თუმცა, პარლამენტარები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილ იქნას დიალოგი და ნდობის აღდგენა მხარეებს შორის.

”იმისათვის, რომ ეს დიალოგი კონსტრუქციული და აზრიანი იყოს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოიყვანოს ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებლების განთავსება,”- ნათქვამია რეზოლუციაში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13