Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მის კომპეტენციას აღემატება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ოქტ.'08 / 11:44

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ვერ მოძებნა საფუძველი დროებითი ზომების მხოლოდ რუსეთისთვის დაკისრების თაობაზე.

”სასამართლომ ეს ზომები ორივე მხარის მიმართ მიიღო,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ისინი ზოგად ხასიათს ატარებენ და მიუთითებენ მხარეებს აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე”.

საქართველომ ჰააგის სასამართლოში 12 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე ”სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის სამი მკაფიო ფაზის დროს” 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში. ამ ძირითადი სარჩელის გარდა საქართველოს მეორე თხოვნა იყო რუსეთზე დროებითი ზომების დაკისრება ”ეთნიკური წმენდის” შეჩერების მიზნით.

საერთაშორისო სასამართლომ 15 ოქტომბერს ამ უკანასკნელი თხოვნის საპასუხოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სავალდებულო წესით დააკისრა რუსეთსა და საქართველოს დაიცვან მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე. თბილისში უკვე შეაფასეს ეს გადაწყვეტილება, როგორც ”ძალიან დიდი გამარჯვება”.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ კონვენციის პრინციპების ერთგულია და ამასვე ელის ქართული მხარისაგან, მაინც რჩება თავის პირვენდელ პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის 15 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება.

”იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომების შესახებ წინასწარ ხასიათს ატარებს, ჩვენ განხილვის შემდეგ სტადიაზე ვაპირებთ გავაგრძელოთ იმის დამტკიცება, რომ სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია აღნიშნულ საკითხზე,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საერთაშორისო სასამართლო შემდგომ ეტაპზე განიხილავს მიიღოს წარმოებაში თუ არა საქმე ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რასაც, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დრო დასჭირდება.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36