Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი დიპლომატი ჟენევის მოლაპარაკებებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ოქტ.'08 / 12:33

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა, განაცხადა, რომ საჭიროა წინასწარ იქნას მიღებული ზომები, რათა ”პროცედურული საკითხების გამო არ დაიბლოკოს შემდეგი შეხვედრის მსვლელობა”.

”იმედია, რომ გარკვეული ზომები იქნება მიღებული 18 ნოემბრამდე [მორიგ შეხვედრამდე], რათა პროცესმა წინ წაიწიოს,” - განაცხადა მან ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ ქართული და რუსული დელეგაციები მოქმედებდნენ ”პრაქტიკული და კონსტრუქციული სულისკვეთებით,” თუმცა იქვე დასძინა, რომ კონსტრუქციულობა არ შეინიშნებოდა სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებში.

”ნათელია, რომ რუსებიც და ქართველებიც ცდილობდნენ მოეძებნათ გამოსავალი, რათა მოეგვარებინათ პრობლემები, ვიდრე შეექმნათ ისინი - მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,” - განაცხადა მან, ”სამწუხაროდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა, რომლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას, არ გამოიჩინეს ამგვარი კონსტრუქციული სულისკვეთება; ამის სანაცვლოდ მათ არჩიეს დაეტოვებინათ საინფორმაციო სხდომა და ამის შემდეგ მათ მოითხოვეს - როგორც შემდეგი შეხვედრის წინაპირობა - იმგვარი მიდგომა, რომელიც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ისინი სრულუფლებიანი სახელმწიფო დელეგაციები არიან, რისთვისაც არავინ იყო მზად, რუსეთის გარდა”.

”საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მტკიცედ იდგა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპზე, თუმცა ამავე დროს კონსტრუქციულიც იყო, ცდილობდა რა ეპოვნა გამოსავალი ამ პრინციპის ფარგლებში,” - განაცხადა ფრიდმა. ”[რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის] კარასინის მოსმენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ის ცდილობდა ეპოვნა პრაქტიკული გზები წინ წასაწევად”.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რუსეთზე უზარმაზარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მოსკოვმა უნდა უბიძგოს დე ფაქტო ხელისუფლებებს ”მოიქცნენ პასუხისმგებლობით”.

ფრიდის თქმით, საქართველოს და რუსეთის დელეგაციებს არ გაუმართავთ პირპისპირ შეხვედრა 15 ოქტომბერს. 

”ისინი არ ყოფილან ერთი და იგივე ოთახში ერთდროულად,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსული მხარე არ დასწრებია პლენარული სხდომის გახსნას, ხოლო ქართული მხარე არ დასწრებია ”არაფორმალურ საინფორმაციო სხდომას”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენდა მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია მზად იყო შეხვედროდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ოფიციალური პლენარული სხდომის მიღმა, არაფორმალური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, სადაც მონაწილეთა იდენტიფიცირება ხდება მხოლოდ მათი სახელებით და არა იმ სუბიექტებით, რომელთაც ისინი წარმოადგენენ.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში არაფორმალურ შეხვედრას ასევე უნდა დასწრებოდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი მალხაზ აქიშბაია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. ”არც ერთ თემს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთში არ გააჩნია ექსკლუზიური უფლება წარმოადგინოს მთელი რეგიონი,” - განაცხადა ბოკერიამ.

თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ამგვარი ფორმატის კატეგორიულად წინააღმდეგ იყვნენ, განაცხადა ბოკერიამ.

დანიელ ფრიდის თქმით, არაფორმალურ სხდომებს უნდა დაესწრნენ ორივე ”სეპარატისტული რეჟიმის” წარმომადგენლები და ასევე ის ”აფხაზები და ოსები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჟენევის მოლაპარაკებების ”სრულუფლებიანი მონაწილეა”. ეს მოლაპარაკებები ტარდება ფორმულით 3+3 - სამი სახელმწიფო დელეგაცია: საქართველო, რუსეთი და აშშ და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია: ევროკავშირი, გაერო და ეუთო.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11