Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე 7 ნოემბრის გამო ბოდიშს იხდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'08 / 14:52

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ვერ შეძლო იმ ადამიანების დაცვა, ვინც გასული წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისას "მორალური და ფიზიკური ტრავმა მიიღო."

ბურჯანაძემ,  რომელმაც კვირის დასაწყისში ”მკვეთრად ოპოზიციური” პარტიის  - დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - შექმნის შესახებ გამოაცხადა, გუშინ საღამოს ჯერ ტელეკომპანია ”კავკასიისა” და შემდეგ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი გამოსვლა ”კავკასიის” ეთერში საკმაოდ დიდი მოულოდნელობა იქნებოდა თვეების წინ, როცა ის პარლამენტს თავმჯდომარეობდა.

ინტერვიუში ბურჯანაძემ გააგრძელა ის ხაზი, რომელიც მან პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილში გაატარა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი შეეცადა გამიჯვნოდა ხელისუფლების იმ არაპოპულარულ ქმედებებს, რასაც მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, ის ცდილობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე შიგნიდან მოეხდინა გავლენა და ოპოზიციური სეგმენტი ეკავა გუნდის შიგნით. ბურჯანაძის განცხადებით, ის არ გადადგა 7 ნოემბერს  - მიუხედავად იმისა, რომ მისი ორივე შვილი დაჟინებით თხოვდა მას ამის გაკეთებას - რადგან მაშინ გადადგომა ”უარეს შედეგებს გამოიწვევდა... შეიძლება ტანკებიც კი გამოჩენილიყვნენ ქუჩებში”. მისი თქმით, 7 ნოემბერს გადადგომა მისთვის იქნებოდა პოლიტიკური ქულების მომტანი, თუმცა არა ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ გასცა საპროტესტო აქციის დარბევის ბრძანება. 

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღიარა, რომ საკუთარი პოლიტიკური გუნდის არ ყოლა მისი სისუსტე იყო, რაც მას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენაში ხელს უშლიდა.

”კავკასიის” ეთერში შესული ერთ-ერთი სატელეფონო ზარის ავტორმა ბურჯანაძეს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირება შეახსენა, რომელმაც 2005 წელს მთავრობიდან ოპოზიციაში გადასვლის წინ პარლამენტი მკვეთრად გააკრიტიკა. მაშინ ბურჯანაძემ განაცხადა: ”მე ნაკლებად მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც კრიტიკას მას შემდეგ იწყებენ, რაც მათ სავარძელი გამოეცლებათ”. მაყურებელმა ჰკითხა ბურჯანაძეს ჰგავდა თუ არა მისი მდგომარეობა იმ ვითარებას, რომელშიც ზურაბიშვილი სამი წლის წინ აღმოჩნდა, როცა ის სიბრაზით საუბრობდა ყოფილ მოკავშირეებზე თანამდებობის დაკარგვის შემდეგ. ბურჯანაძემ უპასუხა, რომ მან საკუთარი ინიციატივით თქვა უარი ქვეყანაში მეორე პირის თანამდებობაზე, როცა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში აღარ მიიღო მონაწილეობა.

აგვისტოს ომზე საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მას დაურეკა და შეხვედრა თხოვა. ეს შეხვედრა 3 აგვისტოს შედგა.

”ამ შეხვედრის შედეგად დამრჩა განცდა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა ომში ჩართვის გადაწყვეტილება მიღებული,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”სწორედ ამიტომაც ვკითხულობ ახლა რა მოხდა და ვინ ურჩია პრეზიდენტს ომში ჩაბმულიყო”.

კითხვაზე თუ ვინ იქნებიან მისი ახალი პოლიტიკური გუნდის წევრები, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ პარტია არ იქნება ორიენტირებული ”ცნობილი სახეების” წარმოჩენაზე, თუმცა მან 23 ნოემბერს დაგეგმილ პარტიის პრეზენტაციამდე დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10